იღბლიანი ადამიანი ხარ, თუ უკვე მიაღწიე ცხოვრების იმ ეტაპს, როდესაც საკუთარი ბინის შეძენას გეგმავ. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ შეუძლებელია, უგულებელვყოთ ფაქტი, რომ რომ უძრავი ქონების შეძენით გამოწვეულ ამაღელვებელ მდგომარეობას ბევრი ქაოტური და დამღლელი პროცესი ახლავს თან. ბინის შერჩევისას ჩვენს თავში ათასობით კითხვა ჩნდება, რომელზე პასუხების მიღებაც დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, მაგალითად:
- გვაქვს თუ არა საკმარისი თანხა ოცნების ბინის შესაძენად?
- რომელ უბანში სჯობს ყიდვა?
- ჭკვიანურია ახალაშენებელ პროექტში ფულის ჩადება?
- რამდენი კვადრატული მეტრი უნდა იყოს ჩვენი ოცნების სახლი?
- აივანი აუცილებლად გვჭირდება?
ეს მოკლე ჩამონათვალია იმ (ზოგჯერ სასაცილო) შეკითხვების სიიდან, რომელსაც ვერა და ვერ ვუძებნით მარტივ პასუხებს.
ამიტომ, ვიწყებთ იდეალური ბინის შერჩევას მთელი ძალებით. ხან ონლაინ ვიწყებთ გამოძიებას, შემდეგ ნაცნობებთან გავიკითხავთ, გავდივართ ქალაქის ქუჩებში და განცხადებებს ვკითხულობთ ქუჩის აბრებზე, რას აღარ ვაკეთებთ – ერთი მისამართიდან მეორეზე მივდივართ და შემდეგ, დაახლოებით, 25-ე მცდელობაზე მთელი აღტაცება და სურვილი სადღაც ქრება, იმ ენერგიასთან ერთად, რომელიც ასე ძალიან გვჭირდებოდა ჩვენი ოცნების სახლის მოსაძებნად.
კარგი ამბავი კი ისაა, რომ ყველაფერი არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. დავიწყოთ სულ თავიდან.
3 რამ, რაც უნდა გავითვალისწინოთ ბინის ყიდვისას?
- ფართის სიდიდე
- ფასი
- ადგილმდებარეობა
ეს არის ის 3 მახასიათებელი, რომელსაც ყველაზე დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ ბინის შეძენის პროცესში. ამასთან, თუ გვინდა, რომ ჩვენი ახალი საცხოვრებელი იყოს უსაფრთხო და კომფორტული, იდეალური იქნება, თუ უძრავი ქონების ძებნას ახალაშენებულ პროექტებში დავიწყებთ. სხვათაშორის, ახალაშენებული ბინები დღეს ძალიან აქტუალურია და ადამიანების უმეტესობა, სწორად აქედან იწყებს ძიებას.
მოთხოვნის შედეგად, მშენებარე კომპანიების რიცხვიც გაიზარდა და დღეს თითოეული მათგანი მომხმარებლებს სთავაზობს კონკურენტულ პირობებს.
რა უპირატესობები აქვს თანამედროვე სამშენებლო პროექტში ბინის შეძენას?
- დაცულობა
- სიმწვანე
- ხარისხიანი მასალებით აშენებული პროექტები
- სიახლოვე საზოგადოებრივ დაწესებულებებთან
- ბავშვებზე მორგებული გარემო
- პარკინგის სივრცე და სხვ.
ამ და კიდევ სხვა მიზეზების გამო, მშენებარე პროექტების პოპულარობა დღითიდღე იზრდება. მომხმარებლებს ხიბლავთ მათი თანამედროვე არქიტექტურული დიზაინი და კომპანიების ექსკლუზიური შეთავაზებები.
თუ გეგმავთ ან გადაწყვეტილი გაქვთ თბილისის ცენტრში უძრავი ქონების ყიდვა და თქვენთვის იდეალურ ვარიანტს ჯერ კიდევ ეძებთ, გირჩევთ გაიგოთ უფრო მეტი კომპანია დომუსის შესახებ. დომუსი გვთავაზობს თანამედროვე და გამორჩეულ საცხოვრებელ კომპლექსებს თბილისის ცენტრში, რამდენიმე განსხვავებულ ლოკაციაზე.
რა უპირატესობა აქვს დომუსის კომპლექსში ბინის შეძენას?
- უსაფრთხო გარემო
- თანამედროვე ინფრასტრუქტურა
- გამორჩეული დიზაინით შექმნილი კომპლექსები
- დახურული ვერანდები
- გამწვანებული სივრცეები
- პრემიუმ კლასის ბინები და სხვ.
დომუსის ბინები ვაკეში:
- ბინები ფალიაშვილზე
- ბინები ჭავჭავაძეზე
დომუსის ბინები ვაკეში თავისი არქიტექტურული კონცეფციით წამიერად იქცევს ადამიანების ყურადღებას. კომპლექსის ინსპირაციის წყარო ტერიტორიაზე არსებული საზოგადოებრივი სკვერი და იქ არსებული ხეების კომპოზიციაა, რომელსაც ემატება თანამედროვე დიზაინში გადმოცემული პლასტიკა და ტექსტურები, სიმწვანე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ დაგხვდებათ პრემიუმ კლასის ბინები დახურული ვერანდებით და სივრცეები, რომლებიც თავს მუდამ შინ გაგრძნობინებთ.
ბინები ჭავჭავაძეზე სამ შენობას ერთიანებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება სიმაღლით, დიზაინითა და ტონალობით. ეს კომპოზიცია იდეალურად ერწყმის მის გარშემო არსებულ ლანდშაფტს. აქ, ასევე, დაგხვდებათ ბინები, რომელთა აივნის დიზაინში გამოყენებულია ორანჟერეები და გამორჩეული ნარგავები.
თუ გსურთ, გაიგოთ უფრო მეტი, გაეცანით დეტალურ ინფორმაციას დომუსის მშენებარე პროექტების შესახებ და შეარჩიეთ ბინები ვაკეში ან ბინები ჭავჭავაძე საუკეთესო შეთავაზებებით.
ესტუმრეთ დომუსის ვებ-გვერდს: https://domusi.com