მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა იყოს განრიდებული საქართველოს ციხეთა სისტემას – ცენტრი “ემპათია”

177 წაკითხვა

ცენტრი “ემპათიის” წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა განარიდონ საქართველოს ციხეთა სისტემას.

“მაშასადამე, რთული და კომბინირებული დიაგნოზებისა და არასწორი მენეჯმენტის გათვალისწინებით, ფაქტია, რომ კლინიკა „ვივამედი“ – პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორი დაწესებულება, ვერ უზრუნველყოფს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწორად მართვასა და მკურნალობას, აღნიშნულ პაციენტთან მიმართებით ვერ ფუნქციონირებს პენიტენციური სამსახურიდან დამოუკიდებელ რეჟიმში.

ინტოქსიკაციის ალბათობისა და პატიმრობის პირობებში მიხეილ სააკაშვილის მიმართ განგრძობადი წამებისა და არასათანადო მკურნალობის, ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შანტაჟის გათვალისწინებით, მძიმე დიაგნოზების გათვალისწინებით, მკურნალობის არაეფექტურობის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა იყოს განრიდებული საქართველოს ციხეთა სისტემას“,- ნათქვამია განცხადებაში.

Next Post

სამხედრო სამსახურის 1 წლით გადავადება 10 ათასი ლარი გახდება, თუმცა ეს არ ათავისუფლებს პირს მომავალ წელს გაწვევისგან (ვიდეო)

პარ დეკ 16 , 2022
177 წაკითხვასამხედრო-სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლება 10 ათასი ლარი ხდება, თუმცა მხოლოდ 1 წლით და მომდევნო წელს პირი კვლავ ექვემდებარება გაწვევას. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დღეს, “ქრონიკის” ეთერში სტუმრობისას განაცხადა. მინისტრმა განმარტა, რომ აღნიშნულით სარგებლობა ყველას არ შეეძლება და მხოლოდ ისინი გადაივადებენ გაწვევას, ვისაც უფრო მნიშვნელოვანი საქმე აქვს. “რაც შეეხება თანხის გადახდას, მოხდება მხოლოდ ერთხელ, ერთი წლით. ეს ყველა პირს […]

შესაძლოა მოგეწონოთ