უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პრესსპიკერი – ბახმუტი რუსი სამხედროებისთვის სირცხვილის წერტილი გახდა – უსასტიკესი ბრძოლები მიმდინარეობს

214 წაკითხვა

უსასტიკესი ბრძოლები უშუალოდ ბახმუტის ქალაქის ფარგლებში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პრესსპიკერი სერჰი ჩერევატი ავრცელებს.

„დღეს უშუალოდ ბახმუტის ქალაქის ფარგლებში ბოლო ათწლეულების უპრეცედენტო სისხლიანი ბრძოლები მიმდინარეობს. მტერმა მიზნად დაისახა ამ აუღებელი ქალაქ-სიმაგრის აღება. ჩვენი მებრძოლები სისხლიან სასტიკ ბრძოლებში ყველაფერს აკეთებენ, რომ მტრის ბრძოლისუნარიანობა შეამცირონ, შეუმცირონ ძალა და სულისკვეთება. და ყოველდღიურად ქალაქის ყოველ კუთხეში ისინი ამას წარმატებით აკეთებენ, ცდილობენ მტერს მაქსიმალური ზიანი მიაყენონ“, – განაცხადა ჩერევატიმ.

მისი თქმით, ბოლო დღის განმავლობაში მტერმა ბახმუტთან 158 დაბომბვა განახორციელა რაკეტებით, არტილერიითა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით.

„მოხდა 17 საბრძოლო შეტაკება, 80 ოკუპანტი განადგურებულია, 100 დაჭრილია, ასევე განადგურებულია მტრის 4 საველე საწყობი…. ბახმუტი რუსი სამხედროებისთვის სირცხვილის წერტილი გახდა“,- აღნიშნა ჩერევატიმ.

მისივე თქმით, ასეთი უდიდესი უპირატესობით ქალაქის რაიონული ცენტრის 9 თვის განმავლობაში ვერ აღება, ეს „სირცხვილია, რომელსაც ვერასდროს მოიშორებენ“.

Next Post

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ ერთი დიდი მიზანი გვაქვს - გამარჯვება

ორშ აპრ 17 , 2023
214 წაკითხვაჩვენ ერთი დიდი მიზანი გვაქვს – გამარჯვება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, უკრაინელები ერთი დიდი ოჯახია. „ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, უკრაინელები. ერთი დიდი სახლი გვაქვს, უკრაინა. ჩვენ ერთი დიდი მიზანი გვაქვს, გამარჯვება, ყველასთვის”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ფეისბუქზე“ და ფოტოებს აქვეყნებს.