როგორ ავარჩიოთ ბუღალტრული კომპანია და საბუღალტრო სერვისი აუთსორსზე

290 წაკითხვა

გსურთ, რომ შეამციროთ თქვენი ბიზნესის ფინანსური ხარჯები? არ გაქვთ რესურსი, რომ დაიქირავოთ შიდა გუნდი? ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია, რომ საბუღალტრო სერვისი გაიტანოთ აუთსორსზე – ანუ აირჩიოთ ბუღალტრული კომპანია და გადააბაროთ ბუღალტერია მათ. საქართველოში ამ მიმართულებით ლიდერი კომპანია არის AccountAnts. მათი უპირატესობებია:

  • ბუღალტრული აღრიცხვის სისწორის სამ დონიანი კონტროლი
  • ბუღალტერიის ვირტუალური კაბინეტი და რეპორტინგის ქლაუდ სისტემა
  • ახალგაზრდა, გამოცდილი და ენერგიული გუნდი
  • აღრიცხვისა და კომუნიკაციის უახლესი სისტემები

ისინი მუდმივად ხაზზე არიან. ნებისმიერ მომენტში გიწევენ შესაბამის მომსახურებას. შეგიძლიათ ჩანიშნოთ ონლაინ ქოლები, დაურეკოთ მობილურზე, მიწეროთ მეილი. თქვენზე მომაგრებული ბუღალტერი იზრუნებს, რომ ყველაფერში დაგეხმაროთ.

რას მოიცავს საბუღალტრო სერვისი?

საბუღალტრო სერვისი მოიცავს შემდგომ კომპონენტებს:

  • საგადასახადო დეკლარაციების ჩაბარება;
  • პირველადი დოკუმენტების შექმნა;
  • ინფორმაციის ბუღალტრულ პროგრამაში გატარება;
  • დოკუმენტების ელექტრონული ბაზის შექმნა;
  • ყოველთვიური რეპორტინგი;
  • ძველი პერიოდების აღრიცხვის გასწორება;
  • კონსულტაცია ბუღალტრულ და საგადასახადო საქმიანობაში.

ბუღალტრული კომპაია აუთსორსზე – კიდევ რას გვთავაზობენ ენთები?

 

თუ გჭირდებათ ბუღალტრული კომპანია, ენთები გთავაზობენ დამატებით მომსახურებებსაც ფინანსების მიმართულებით:

  • გადასახადები – ენთების საგადასახადო ექსპერტთა გუნდი, რომელიც მუდმივად გადის გადამზადებასა და სერტიფიცირებას, შეამოწმებს თქვენი კომპანიის საგადასახადო მხარეს და დაიცავს თქვენს ინტერესებს საგადასახადო ორგანოსთან.
  • CFO აუთსორსი – ფინანსური მენეჯმენტის მთავარი ამოცანაა შეამციროს ხარჯები და გაზარდოს კომპანიის მომგებიანობა არსებული რესურსების პირობებში.

ენთები ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებენ და დღეს-დღეობით 350-ზე მეტ კომპანიას უწევენ მომსახურებას. კარგი ამბავი ისაა, რომ ბიზნესზე ინდივიდუალურად მორგებული პაკეტები აქვთ.

მრავალფეროვანი საბუღალტრო სერვისი პროფესიონალურ დონეზე – მიანდეთ ფინანსები ენთებს და კონცენტრირდით საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე! დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით ნომერზე +995 32 212 22 12

Next Post

სად შევიძინოთ გასაბერი აუზები?

პარ ივნ 16 , 2023
290 წაკითხვაზაფხული დადგა და არაფერი სჯობს მზეზე წოლას და წყალში ნებივრობას. თუმცა, თუ ზღვაზე ჯერ ვერ მიდიხართ, შეგიძლიათ დაათვალიეროთ გასაბერი აუზები და შეიძინოთ თქვენი აგარაკისთვის ან კერძო სახლისთვის. სად შევიძინოთ გასაბერი აუზები? თუ გინდათ, რომ აარჩიოთ იდეალური აუზები, Onoff.ge-ს უნდა ეწვიოთ. ხელმისაწვდომი ვარიანტების ფართო სპექტრით, ამ ონლაინ მაღაზიაში თქვენს პრეფერენციებზე მორგებულ გასაბერ აუზს აუცილებლად იპოვით. რამდენიმე პარამეტრი გადამწყვეტ როლს თამაშობს […]