პატრიარქი კირილი – ბევრი ადამიანი, მათ შორის დასავლეთში რუსეთს იმედით უყურებს, როგორც უკანასკნელ ციხესიმაგრეს – ბიბლიური თვალსაზრისით, რუსეთი ხდება ბოროტების სრული ბატონობის ანუ ანტიქრისტეს შემაკავებელი

253 წაკითხვა

ბევრი ადამიანი, მათ შორის დასავლეთში რუსეთს იმედით უყურებს, როგორც ქვეყანას, რომელიც აფერხებს ანტიქრისტეს სამყაროში მოსვლას. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა განაცხადა.

 

„დღეს ბევრი ადამიანი, მათ შორის დასავლეთი, დიდი ყურადღებით და იმედით უყურებს რუსეთს, როგორც უკანასკნელ ციხესიმაგრეს. ბიბლიური თვალსაზრისით, რუსეთი ხდება ბოროტების სრული ბატონობის, ანუ ანტიქრისტეს შემაკავებელი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სწორედ ამ დროს ჩვენს ეკლესიას ეკისრება უზარმაზარი სულიერი პასუხისმგებლობა თავისი ხალხისთვის, ქვეყნის წინაშე და მთელი მსოფლიოსთვის“, – აღნიშნა რუსეთის პატრიარქმა.

 

მან ასევე, განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ „დიდი ისტორიული ღვაწლი შეასრულა – რუს ხალხს რწმენა შეუნარჩუნა”.

 

„დღეს ჩვენ გვეძლევა განსაკუთრებული შესაძლებლობა და ბევრი რამ არის გასაკეთებელი ჩვენი ხალხის სულიერი აღორძინებისთვის უკვე საკმარისი კეთილგანწყობისა და სახელმწიფოს მხარდაჭერის პირობებში. ღვთის კურთხევა იყოს რუსეთზე, ჩვენს საყვარელ სამშობლოზე. ჩვენს ეკლესიაზე და ამ წმინდა მონასტერზე“, – განაცხადა მან.

Next Post

ოლაფ შოლცი - შვედეთი ნატოში გაწევრიანების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, თურქეთის ევროკავშირში წევრობა კი არ არის ამ საკითხთან დაკავშირებული, ამიტომ ამ ორი თემის ერთად განხილვა სწორად არ მიმაჩნია

ორშ ივლ 10 , 2023
253 წაკითხვაგერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, თურქეთის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ არ არის დაკავშირებული ნატოში შვედეთის წევრობასთან. „შვედეთი ნატოში გაწევრიანების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, თურქეთის ევროკავშირში წევრობა კი არ არის ამ საკითხთან დაკავშირებული, ამიტომ ამ ორი საკითხის ერთად განხილვა სწორად არ მიმაჩნია“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა. აღნიშნული განცხადება გერმანიის კანცლერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთი ნატოში შვედეთის […]

შესაძლოა მოგეწონოთ