პრემიერი – გაუგებარი მოქმედება ჩაატარეს პოლონელმა ექიმებმა, სამარცხვინო ფაქტი მოხდა, ჩვენ გადავხედავთ ჩვენს მიდგომას – შეთავაზება ძალაში რჩება ოჯახის მიმართ: ადგილზე ჩამოიყვანონ ექიმები, თუ მაინცდამაინც უნდათ მკურნალობა, უმკურნალონ, რაც უნდათ, ის გაუკეთონ

202 წაკითხვა

ჩვენი გაცხადება, შეთავაზება იყო შემდეგი: ჩვენ არ ვიქნებოდით და არ ვიქნებით წინააღმდეგი, რომ სააკაშვილის ოჯახმა ჩამოიყვანოს ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი კლინიკიდან, ადგილზე სამკურნალოდ, ხაზგასმით მინდა ვთქვა – ჩვენ რაც ვიხილეთ ახლა, ეს არც ადგილზე მკურნალობა იყო, არც ამისი მცდელობა იყო, საერთოდ, გაუგებარი მოქმედება ჩაატარეს პოლონელმა ექიმებმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ვივამედში” ერთ-ერთ პოლონელ ექიმთან დაკავშირებულ ინციდენტს, რომლის თანახმად, ექიმმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის ფეხსაცმლის საშუალებით გატანა სცადა.

მისივე თქმით,პროცესის მიმართ ყოველგვარი სანდოობა დაიკარგა და საქართველო გადახედავს მიდგომას.

„პოლონელი ექიმების თემაზე მინდა გავაკეთო კიდევ ერთხელ კომენტარი: ეს ჩვენგან იყო ერთგვარი ჟესტი და იმის დადასტურება, რომ ჩვენ ერთგულნი ვართ ჩვენს მიერ გაცხადებული დაპირებისა, ნებისმიერი განცხადებისა თუ სიტყვისა. ჩვენ სიტყვას ვიცავთ, სხვებისაგან განსხვავებით. ჩვენი გაცხადება, შეთავაზება იყო შემდეგი, რომ ჩვენ არ ვიქნებოდით და არ ვიქნებით წინააღმდეგი, რომ სააკაშვილის ოჯახმა ჩამოიყვანოს ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი კლინიკიდან, ადგილზე სამკურნალოდ – ხაზგასმით მინდა ვთქვა. ჩვენ რაც ვიხილეთ ახლა, ეს არც ადგილზე მკურნალობა იყო, არც ამისი მცდელობა იყო, საერთოდ, გაუგებარი მოქმედება ჩაატარეს პოლონელმა ექიმებმა. მანამდე, ძალიან ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა, თქვეს, რომ კონფიდენციალური იყო, შემდეგ თავად გაავრცელეს ინფორმაცია. სამარცხვინო ფაქტი მოხდა, მალულად, ჩუმად გამოიტანეს ნიმუშები, რომელიც მათ აიღეს პატიმარი სააკაშვილისგან. ეს ძალიან ბევრ კითხვებს აჩენს. თავადვე მოახდინეს მათ მთლიანად ამ პროცესის დისკრედიტაცია. რა თქმა უნდა, ყოველგვარი სანდოობა დაიკარგა ამ პროცესის მიმართ. ამიტომ, ჩვენ გადავხედავთ ჩვენს მიდგომას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვთქვით, რომ მხოლოდ ოჯახის ჩართულობით უნდა მომხდარიყო ექიმების ჩამოყვანა, აქ პოლონელების ჩართულობაც დაფიქსირდა, ამის მიუხედავად ჩვენ თვალი დავხუჭეთ. ასევე მე რამდენიმე დღის წინ გავაკეთე კომენტარი, რომ პოლონეთში ახლა არის პოლიტიკური კამპანია და, როგორც ჩანს, სააკაშვილის ყოფილი მეგობრები აქტიურად არიან ჩართულნი ამ კამპანიაში და იყენებენ ამ საკითხს შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში. ეს არის რეალობა. ჩვენ, მე პირადად და ჩვენმა მთავრობამ ჟესტი გამოვხატეთ ამით, მაგრამ, ვინაიდან, მათი მხრიდან იყო არაორდინალური ქცევა დაფიქსირებული და ეს ყველაფერი ძალიან საეჭვოა, ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს არავითარი სურვილი, გავაგრძელოთ თანამშრომლობა. ვიმეორებ, რომ ჩვენი შეთავაზება ძალაში რჩება ოჯახის მიმართ, ოჯახის მიმართ ხაზს ვუსვამ, რომ ადგილზე ჩამოიყვანონ, თუ მაინცდამაინც უნდათ მკურნალობა, უმკურნალონ რაც უნდათ ის გაუკეთონ”, – განაცხადა პრემიერმა.

Next Post

ევგენი პრიგოჟინი - ის, რაც ახლა ფრონტზე ხდება, სირცხვილია, რომელში მონაწილეობაც არ გვჭირდება

ოთხ ივლ 19 , 2023
202 წაკითხვაის, რაც ახლა ფრონტზე ხდება, სირცხვილია. ამის შესახებ “ვაგნერის” დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა ბელარუსში “ვაგნერის” მებრძოლებთან სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ვიდეოს “ვაგნერთან” დაკავშირებული “ტელეგრამ” არხები ავრცელებენ. ვიდეოში პრიგოჟინი ბელარუსში ჩასულ “ვაგნერის” მებრძოლებს მიესალმება და აცხადებს, რომ ისინი ბელარუსული არმიის მომზადებით დაკავდებიან. “ღირსეულად ვიბრძოდით. რუსეთისთვის ძალიან ბევრი გააკეთეთ. ის, რაც ახლა ფრონტზე ხდება, სირცხვილია, რომელში მონაწილეობაც არ გვჭირდება. და უნდა დაველოდოთ […]

შესაძლოა მოგეწონოთ