ანა მალიარი – სამხრეთში უკრაინელი სამხედროები შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ და წინ მიიწევენ

258 წაკითხვა

სამხრეთში უკრაინელი სამხედროები შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ, თანდათან წინ მიიწევენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.

“უკრაინის თავდაცვის ძალები შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებზე, თანდათან წინ მიიწევენ.

სტარომაიორსკის რაიონში ბრძოლები გრძელდება, ჩვენს დამცველები წარმატებას აღწევენ, მიღწეულ საზღვრებზე მაგრდებიან”, – წერს მალიარი.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რობოტინოს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მტერი დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობს, “მაგრამ წარუმატებლად.”

Next Post

იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭომ აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი დაამტკიცა

ოთხ ივლ 26 , 2023
258 წაკითხვაიშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭომ აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი დაამტკიცა. ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ჩხაიძის თქმით, პირველ ეტაპზე 5-6 ბავშვის მკურნალობა განისაზღვრა, სამკურნალოდ კი იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო შეირჩა. „გერმანელი ექსპერტისგან პროტოკოლმა ძალიან მაღალი შეფასება მიიღო, რომელმაც პირდაპირ აღნიშნა, რომ ასეთი კარგი, დეტალური და ინფორმატიული პროტოკოლი ამ დაავადებასთან დაკავშირებით, დღეს […]

შესაძლოა მოგეწონოთ