გიორგი ვაშაძე – ყველაფერი ნათელია, რეჟიმი ღიად ჩადგა მტრის სამსახურში და საჭიროა მოქმედება

129 წაკითხვა

ყველა ზღვარს გადავიდა „ქართული ოცნების” პროპაგანდა. ცდილობენ, რომ შემთხვევა არ გაუშვან ხელიდან დასავლეთისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დისკრედიტაციისთვის,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება ეროვნული ღირებულებებითა და ქრისტიანობით ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი!

“ყველა ზღვარს გადავიდა „ქართული ოცნების” პროპაგანდა. ცდილობენ, რომ შემთხვევა არ გაუშვან ხელიდან დასავლეთისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დისკრედიტაციისთვის. ხელისუფლების პროპაგანდა იმდენად შორს წავიდა, რომ უფლის სწავლება სახარებიდან ორი ბატონის ვერ მსახურებასთან დაკავშირებით, პაატა მანჯგალაძეს მიაწერეს.

გასაგებია, რომ ქვეყანას მტრობთ, რომ ორი წიგნი არ წაგიკითხავთ, ქრისტიანობის დამცველობაზე რომ გაქვთ პრეტენზია, სახარება მაინც ხო უნდა გქონდეთ წაკითხული.

ყველაფერი ნათელია, რეჟიმი ღიად ჩადგა მტრის სამსახურში და საჭიროა მოქმედება და დღეს ამ მოქმედებისთვის ნამდვილად არის ყველაზე ხელსაყრელი „ნაციონალური მოძრაობისა” და ჩვენი, „სტრატეგია აღმაშენებლის” მიერ დაფუძნებული გამარჯვების პლატფორმა. საქართველო აუცილებლად გახდება ეროვნული ღირებულებებითა და ქრისტიანობით ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი!

საქართველო გაიმარჯვებს!”,- აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

Next Post

ლევან დავითაშვილი ბათუმში აქციაზე - განვითარებული მოვლენები ოპოზიციის მიერ არის ორგანიზებული და მას პოლიტიკური ხასიათი აქვს - მინდა, ხელმოცარულ ოპოზიციას მოვუწოდო, თავი შეიკავონ უპასუხისმგებლო ქმედებებისგან

ორშ ივლ 31 , 2023
129 წაკითხვასაქართველო ყველა საერთაშორისო შეთანხმებას იცავს ძალიან მკაფიოდ, ამაზე ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა განაცხადეს – რომ საქართველოში საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ ფიქსირდება. მათ შორის, სანქციებთან მიმართებაში გადამოწმებულ იქნა პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც საქართველოში შემოვიდა , – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით […]

შესაძლოა მოგეწონოთ