მოსკოვის ოლქში ქარხანაში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა

335 წაკითხვა

მოსკოვის ოლქში ქარხანაში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “რია ნოვოსტი” მოსკოვის ოლქის გუბერნატორზე, ანდრეი ვორობიოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

გუბერნატორის თქმით, ქალაქ სერგიევ პოსადში “ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანაში” აფეთქების შედეგად ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც სამედიცინო დახმარებისთვის მიმართეს, 52-მდე გაიზარდა.

“ექვსი ადამიანი რეანიმაციაშია – მათ დამწვრობები და თავის ტვინის ტრავმული დაზიანებები აქვთ, კიდევ 22 ადამიანი ტრავმატოლოგიურ განყოფილებაშია გადაყვანილი. დანარჩენებს საშუალო სიმძიმის ჭრილობები აღენიშნებათ,” – დაწერა ვორობიოვმა “ტელეგრამის” პირად არხზე.

მისი თქმით, ნანგრევების ქვეშ კიდევ ხუთი ადამიანი შეიძლება იყოს მოყოლილი.

Next Post

TunnelCrack შესაძლებელს ხდის ინფორმაციის გაჟონვას უმეტესი VPN-ისაგან

ოთხ აგვ 23 , 2023
335 წაკითხვა TunnelCrack-ში ახლახან გამოქვეყნებული მოწყვლადობები VPN-ის მუშაობის შეფერხების საბაბი ხდება, რაც მომხმარებლებს ნაწილობრივ ხდის დაუცველს. ამის შესახებ იუწყება “კასპერსკის ლაბორატორია”. კომპანიის ექსპერტები განმარტავენ, რომ VPN-ის მთავარი დანიშნულებაა მომხმარებლის ინტერნეტ კავშირის დაშიფვრა, დაიცვას ინფორმაცია ჩარევისგან, ნახვისა და ცვლილებებისგან. ის გამოიყენება კომპანიების მიერ უსაფრთხო დისტანციური მუშაობის უზრუნველსაყოფად ან ფილიალებს შორის კომუნიკაციის ორგანიზებისთვის. ყოფაცხოვრებაში VPN ხელს უწყობს კონფიდენციალურობის დაცვას და კონტენტზე წვდომას […]

შესაძლოა მოგეწონოთ