ირაკლი კობახიძე – დაუჭამიათ ერთმანეთი – პოპკორნით საყურებელია ის, რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება

112 წაკითხვა

დაუჭამიათ ერთმანეთი – პოპკორნით საყურებელია ის, რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კობახიძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი მუმლაძის განცხადებას, რომელმაც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრობა“ უკიდურესად დასუსტდება და „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად, დაიშლება“.

„დაუჭამიათ ერთმანეთი. არ ვიცი, სხვა რა კომენტარი უნდა გაკეთდეს. მართლა ძალიან კარგი საყურებელია, პოპკორნით საყურებელია ის, რაც ხდება „ნაცმოძრაობაში“. რაც უფრო მეტად დაიშლება ეს პარტია, მით უკეთესი. ზოგადად მნიშვნელოვანია, არამარტო პარტია „ნაცმოძრაობა“, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ დაიშალოს და აქეთკენ მიდის პროცესები. ამ ყველაფრის კულმინაცია იქნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. ყველა დაინახავს, რომ „ნაცმოძრაობა“ იქნება უკიდურესად დასუსტებული, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად, დაიშლება ამ არჩევნების შემდეგ“, – განაცხადა კობახიძემ.

Next Post

ამას ხელისუფლებამ თავისი სიბრიყვით შეუწყო ხელი - გია ხუხაშვილი

სამ ნოე 28 , 2023
112 წაკითხვამნიშვნელოვანი ის კი არ არის, ლიდერები რას ამბობენ, არამედ ის, თუ რა ხდება “ნაციონალურ მოძრაობაში” ელექტორალური თვალსაზრისით. ამ მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პარტია უკვე გახლეჩილია და თან უკვე დიდი ხანია. დააკვირდით, როგორ ლაპარაკობენ ერთმანეთზე, რა რიტორიკა აქვთ. პარტიაში აშკარად ჩრდილოვანი მმართველობაა. ეს არის პრობლემა, რომლის გამოც “ქართულ ოცნებას” ვაკრიტიკებთ, მაგრამ იგივე ხდება “ნაციონალურ მოძრაობაში”. კიდევ უარესი, ამ პარტიაში […]