პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

144 წაკითხვა

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახედ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვიეტნამის მოქალაქემ და მისმა თანამზრახველმა, მათ ხელთ არსებული თანხები ეტაპობრივად განათავსეს საქართველოში გახსნილ პირად საბანკო ანგარიშებზე, რის შემდეგაც თანხების ინვესტირება ძვირადღირებულ უძრავ ქონებებში მოახდინეს, კერძოდ: 2020-2021 წლების პერიოდში, თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში ორი საცხოვრებელი ბინა, ბათუმში – ასევე ორი საცხოვრებელი ბინა და სამი ავტოფარეხი, ხოლო ლანჩხუთში – მიწის ნაკვეთი შეიძინეს. აღნიშნულით, ბრალდებულებმა მოახერხეს ერთ მილიონამდე ლარის ეკვივალენტი უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა და ჩართვა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში.

გამოძიების ეტაპზე, ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებებს, რითაც მათ არ მიეცათ მისი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა.

დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.

ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული სასჯელის სახედ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის და მხილების მიზნით“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Next Post

ზემოთ რაც დავწერე, ყურადღებით წაიკითხეთ! - დემურ გიორხელიძე

შაბ დეკ 9 , 2023
144 წაკითხვადემურ გიოხელიძის პოსი ფეისბუქში აშშ-ს კონგრესმა დაბლოკა 106 მლრდ დოლარის დახმარება ისრაელისა და უკრაინისთვის! არადა, უკრაინის თემა აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციისათ- ვის დასანახია მხოლოდ 2024 წლის შემოდგომაზე დანიშნული აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში! ჯერ-ჯერობით, ჩანს, რომ აშშ-ს ადმიანისტრაციას არანაირი გეგმა არა გააჩნია, თუ როგორ აირიდებს თავიდან უკრაინაში არსებული მდგომარეობის ნეგატიურ გავლენას არჩევნებზე!.. ამიტომ მცდელობები არ შეწყდება, თუმცა, სიტუაცია იმდენად უიმედოა, უარეს […]