GWP წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომაგრაგების ბაზარზე

1,262 წაკითხვა

 

GWP, (ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი) წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე. კომპანია სამრეწველო და კომერციულ ობიექტებს მაღალი ხარისხის სასმელი წყლით უზრუნველყოფს. GWP წყლის რესურსებს ეკოლოგიურად სუფთა გზით მოიპოვებს და ამასთანავე  ქმნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტს – მაღალი ხარისხის სასმელ წყალს, ახდენს მის ტრანსპორტირებასა და მომხმარებლისთვის მიწოდებას.

კომპანიისათვის სოციალური პასუხისმგებლობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რადგან აუცილებელია სამრეწველო და კომერციული ობიექტების მაღალი ხარისხის სასმელი წყლით უზრუნველყოფა და მათი სტაბილური წყალმომარაგებაა.

რითი გამოირჩევა GWP?

სასმელი წყალი ყოველდღიური მოხმარების სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტია, რომლის შექმნა-დამუშავება და მომხმარებლამდე მიწოდება კომპლექსური პროცესია.

  • ხარისხი;
  • გარემოს დაცვა;
  • ენერგიის მოხმარება;
  • შრომის უსაფრთხოება;
  • ინოვაციები და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვა;
  • ლაბორატორიული კვლევები;

მომსახურების ტარიფი საყოფაცხოვრებო მომხმარებელისთვის შეადგენს:

  • ფიქსირებული გადასახადი უმრიცხველო მოხმარებისას – თვეში 3.007 1 სულზე
  • ტარიფი მრიცხველით მოხმარებისას – 0.500 ლარი 1მ3-ზე
  • ტარიფი მრიცხველით მოხმარებისას – 3.705  ლარს 1მ3-ზე

 

თბილისის დასუფთავების სამსახური – „შპს თბილსერვის ჯგუფი“

თბილისის დასუფთავების სამსახური დედაქალაქში დაგვა-დასუფთავებასთან ერთად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების, შადრევნების, გამწვანებული ტერიტორიების ნაწილის (პარკები, ბაღები) და გარე განათების მოვლა-პატრონობას ახორციელებს. თბილისის დასუფთავების სამსახური ვალდებულია დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოს:

 

  • დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების მართვის მომსახურება.
  • საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და გადამუშავება.
  • სამშენებლო ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
  • თოვლცვენის დროს ტექნიკური მარილის დაყრა.
  • სადრენაჟო ქსელების, სანიაღვრე კოლექტორების, წვიმმიღებების, გვერდმიმღებებისა და საკონტროლო ჭების მოვლა-პატრონობა.
  • სამუშაოების წარმოება (მოსახლეობის მომსახურება) ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
  • მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობა.
  • გარე განათების ქსელების და არსებული კომუნიკაციების სწორი და გამართული მუშაობა.

თბილისის დასუფთავების სამსახური ხალხს უზრუნველყოფს კომფორტით, ამიტომაც ქ. თბილისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე თვეში 2,5 ლარით განისაზღვრა, ხოლო იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთა ოჯახის სარეიტინგო 57 000 ქულას შეადგენს ან 57 000-ზე დაბალია, მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე თვეში 2 ლარით განისაზღვრა. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა თუ განსაზღვრულია 4 სულით.

GWP და თბილისის დასუფთავების სამსახური ზრუნავენ  თავიანთ მომხმარებელზე და ცდილობს მიაწოდოს  კომფორტი არა მხოლოდ მომსახურეობის გაწევით, არამედ ასევე კომუნალურის გადახდით. სწორედ ამიტომ, ისინი გთვაზობენ მათი კომუნალური გადასახადების მართვას დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად. ამ ყველაფერს თქვენ შეძლებთ https://pay.ge/ -ის დახმარებოთ, სწრაფად, მარტივად და რაც მთავარია ნებისმიერ დროს.

 

 

 

Next Post

როგორ და როდის შეიქმნა სამაგიდო თამაშები?

ორშ თებ 26 , 2024
1,262 წაკითხვაპირველი სამაგიდო თამაშები აღმოცენდა ინდოეთში, ჩინეთსა და მესოპოტამიაში. მაგიდასთან შეკრებილი მოთამაშეები უბრალოდ ისროდნენ ნახატებიან კენჭებს, ან მსგავს კუბიკებს მყარ ზედაპირზე. გამარჯვებული ხდებოდა ის, რომელიც თამაშის განმავლობაში შეაგროვებდა ყველაზე მეტ ქულას. სამაგიდო თამაშები ყველა დროში საკმაოდ პოპულარული, არა მარტო გართობის, არამედ ახალი ცოდნის შეძენისა და სტრატეგიული უნარების განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იყო. სწორედ ამიტომ ბევრმა მათგანმა დღემდე მოაღწია, თუმცა განიხადა […]