„თბილისი ენერჯი“-ს აბონენტებისთვის, ვინც დავალიანება უკვე დაფარა, თანხა სააბონენტო ბარათზე აისახება

1,472 წაკითხვა

ყოფილი „ყაზტრანსგაზი“-ს და ამჯერად „თბილისი ენერჯი“-ს აბონენტებს, რომელთა მარტის თვის ბუნებრივი გაზის ხარჯი შეადგენდა 200 და ნაკლებ კუბურ მეტრს და უკვე დაფარეს გადასახადი, მთავრობის მიერ დაფინანსებული თანხა აესახებათ სააბონენტო ბარათებზე და გამოყენებული იქნება მომდევნო პერიოდის დავალიანების დასაფარად.

ხოლო იმ მომხმარებლებს, რომლებსაც მარტის თვის გადასახადი (ხარჯი შეადგენდა 200 და ნაკლებ კუბურ მეტრს) და ამ დრომდე  დაფარული არ აქვთ, არ მოეთხოვებათ მისი გადახდა, შესაბამისად, ბუნებრივი გაზით მომარაგება არ შეუწყდებათ.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ თუ მომხმარებელი მომდევნო თვეებში  201 მეტ კუბურ მეტრს გაზს მოიხმარს, 200 კუბურ მეტრს დაფარავს მთავრობა, ხოლო დანარჩენს აბონენტი. აღნიშნული არ ეხებათ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს და ისინი მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურს ფარავენ სრულად.

Next Post

„ზუგდიდში ვირუსის გავრცელება ერთ-ერთი რელიგიური ჯგუფის მიერ მოხდა, თუმცა ამაზე რატომღაც არავინ ლაპარაკობს“ – ანდრია ჯაღმაიძე

ოთხ აპრ 1 , 2020
1,472 წაკითხვასაქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, გარკვეული ჯგუფების მხრიდან მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ შეტევასა და მისი დისკრედიტაციის მცდელობაზე „რუსთავი 2“-თან საუბრობს. „ზუგდიდში ვირუსის გავრცელება ერთ-ერთი რელიგიური ჯგუფის მიერ მოხდა, თუმცა ამაზე არავინ ლაპარაკობს და რეაქცია სხვაგვარი იქნებოდა, ეს რომ ეკლესიის წევრის მიერ მომხდარიყო, რომ ყოფილიყო ეს საეკლესიო წიაღიდან, წარმოიდგინეთ, რა ამბავი იქნებოდა“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ. მისივე თქმით, ცხადია, […]