3,089 წაკითხვა
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი პირად ფეისბუკ-გვერდზე წერს:
„მგონი, ეს ქოცები სულ გაღმა გავიდნენ. წეღან ჩემს პოსტში მთავრობის ის გადაწყვეტილება გავაკრიტიკე, დენზე შეღავათი მხოლოდ 36-37 ლარს ვინც ხარჯავს, იმათ რომ შეეხება და უმადური ხარო, მიწერენ.
მგონი, მათ ბიუჯეტის ფული ბიძინას ფული გონიათ და ფიქრობენ, რომ ჩვენი ჯიბიდან ამოღებულ გადასახადებს ანუ ჩვენს ფულს, თუ როგორ გაანაწილებენ, ამის გამო მთავრობას მადლობები უნდა ვუხადოთ“ – წერს მეტრეველი.