81 წლის გარდაცვლილი ქალის შვილიშვილს 21 დღის განმავლობაში ჰქონდა ცხელების ეპიზოდი და ტყუილია, რომ ეპიდკერა არ იცოდა

2,256 წაკითხვა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანი განცხადებით, კორონავირუსისგან გარდაცვლილი 81 წლის ქალის ინფიცირების წყარო ცნობილია.

მისი თქმით, შვილიშვილს 21 დღის განმავლობაში ცხელების ეპიზოდები აღენიშნებოდა.

რატიანის განმარტებით, ახალგაზრდა ამ დროისთვის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება და ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხს ელოდება.

„რაც შეეხება პაციენტს, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 21 დღის განმავლობაში მის ოჯახის წევრს ჰქონდა ცხელების ეპიზოდი და ტყუილი ინფორმაციაა, რომ არ იცოდა ეპიდკერა. იცოდა და უნდა ვთქვა, რომ ეს ახალგაზრდა, შვილიშვილი იმყოფება ჩვენს კლინიკაში და ელოდება ლუგარის ტესტს.  აქედან გამომდინარე, ვიცით, ქალბატონს საიდან გადაედო ინფექცია და ინფექციის წყარო“ , – აღნიშნა ლევან რატიანმა.

კორონავირუსით ინფიცირებული 81 წლის პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს გარდაიცვალა.

Next Post

მთელი ქვეყანა იბრძვის და ამ დროს როგორ ქეიფობთ თქვე პირუტყვებო? ვინ ხართ? სად დაიბადეთ? – დაჩი ცაგურია

კვი აპრ 5 , 2020
2,256 წაკითხვა“ყველასთან ძალიან დიდი ბოდიში უნდა მოვიხადო, თავს ვეღარ ვიკავებ… თქვე სამარცხვინო ადამიანებო, რა ქეიფები და სმა-ჭამა აგიტყდათ? ან როგორ ქეიფობთ? ამდენი ადამიანი იღუპება? ამხელა კატასტროფის ზღვარზე ვართ, ეკონომიკა გაგვინადგურდა, ხალხი სიკვდილს ებრძვის ბოქსირებულ პალატებში, მედიკოსები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ყველაფერს აკეთებენ, რომ სიკვდილს გამოგლიჯონ ჩვენი თანამოქალაქეები. მთავრობა, პოლიცია, ჯარი, მუნიციპალიტეტები, სამინისტროები, ბიზნესი, ჯანდაცვის მთელი არმია ბრძოლის წინა ხაზზეა. ისედაც შეჭირვებულმა […]