„ეპიდსიტუაცია ძალიან სერიოზული და საყურადღებოა“ –  თენგიზ ცერცვაძე

322 წაკითხვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სერიოზული და საყურადღებოა, თუმცა, შექმნილ ვითარებას, ჯანდაცვის სისტემა უძლებს.

„ეპიდსიტუაცია ძალიან სერიოზული და საყურადღებოა, მაგრამ ჯერ არ არის საგანგაშო. იმის თქმის უფლებას, რომ საგანგაშო არ არის, გვაძლევს მხოლოდ ერთი ფაქტი, ჯერჯერობით, კლინიკური სექტორი უძლებს ამ დიდ გამოწვევას, რომლის წინაშეც არის. ძალიან სერიოზული დატვირთვაა და ჯერ პაციენტების კლინიკურ მომსახურებაში არ შექმნილა არანაირი პრობლემა და კრიზისი ისეთი, რომელიც გვაფიქრებინებდა იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკური ჯგუფი ვეღარ მართავს სიტუაციას. მიუხედავად პაციენტების ასეთი დიდი რაოდენობისა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ციფრია, რომელსაც ყურადღება არ ექცევა, ეს არის აქტიური კოვიდ ავადმყოფების რიცხვი. ესენი არიან კოვიდ ავადმყოფები, რომელსაც დიაგნოზი დაუდგინათ და ჯერ განკურნებულები არ არიან, ასეთი არის 31 500 დღეისთვის“ – განაცხადა ცერცვაძემ.

Next Post

„ცალმხრივი რეფორმები საკმარისი არ არის“ - კელი დეგნანი

კვი აგვ 1 , 2021
322 წაკითხვაცალმხრივი რეფორმები საკმარისი არ არის, საქართველოს სჭირდა მრავალპარტიული რეფორმები, იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება ძალაში დარჩება – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, განცხადებები, რომელიც გაკეთდა, აჩვენებს იმედგაცრუებას. „თითოეული განცხადება, რომელიც საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა და მათ შორის ჩვენც გავაკეთეთ, აჩვენებს თუ რამდენად იმედგაცრუებულები […]