„დასაწყისში, როდესაც ივანიშვილი პრემიერის პოსტიდან წავიდა, მან თქვა, რომ ის არ დაბრუნდებოდა, თუ ამის აუცილებლობა არ იქნებოდა. მას არ აქვს ლტოლვა, რომ თანამდებობაზე იყოს. თანამდებობა მისთვის ტვირთია და ეს არაერთხელ უთქვამს“ – აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში, მისი თქმით:
„მას არ აინტერესებს პოლიტიკა, მაგრამ არც ის უნდა, რომ მასთან დაკავშირებული პროცესები თვითდინებაზე იყოს. ამიტომ დაბრუნდა, ამიტომ ვერ ტოვებდა ის პოლიტიკას. ერთი სიტყვით, ის პოლიტიკას იძულებით უბრუნდებოდა.
დღეს ხედავს, რომ ეს არ არის საჭირო. ის დღეს არ არის იძულებული, რომ დაბრუნდეს პოლიტიკაში, მე ასე ავხსნიდი მის პასიურობას. ჯერ-ჯერობით ამ პროცესს გახარია თავს ართმევს და ბუნებრივია, რომ ივანიშვილი უკანა პლანზე გადავიდეს. ახლა რომ გამოვიდეს და თქვას, ხედავთ, რა კარგი შედეგები აქვს ჩემს პარტიას, მთავრობას, მთელი ეს პროცესი უკუშედეგს გამოიწვევს. ყველა პოლიტიკური პარტია გამოვარდება და ქულების გადანაწილებას დაიწყებს. ახლა ივანიშვილის ჩრდილში ყოფნა სრულად ცლის ამ პროცესს პოლიტიკისგან და ეს კარგია.“