„მენატრება და მშურს უკრაინელების“ – მაია ნადირაძე

2,373 წაკითხვა

ყოფილი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან, მაია ნადირაძე, უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით წერს:

„ახლა მინდა, რომ უკრაინაში ვცხოვრობდე… აი, დღეს რომ ცნობა გაქვს გასაკეთებელი და ოცი რეგულაცია, თავის ჩაჯიბვა- გამაზვებით, ნერვების და დროის ფლანგვით გელოდება ხვალიდან, უახლოვესი 10 დღის მანძილზე … დაიძინებ, გაიღვიძებ და აღმოაჩენ რომ ერთი აპლიკაცია უნდა ჩამოტვირთო, შეავსო და ცნობა ონლაინ რამდენიმე საათში მოგივა.

აი, ეს უცნაური გრძნობა, აქამდე უცნობი, განცვიფრების და სახტად დარჩენის გრძნობა, რომ რაღაც ახალში შეადგი ფეხი – მენატრება და მშურს უკრაინელების. განა იქ არ არის ქოცისებრთა ჯიში, „ასფალტი ვჭამოთ“ ხალხს რა გამოლევს?! მაგრამ იმათი მშურს, ცოტა ხანში რომ აღმოაჩენენ – „რას გვიშვება ეს სააკაშვილი?!“ სხვა ხარისხის, ახალი გამოწვევების და უკიდეგანო შესაძლებლობების ქვეყანაში რომ იცხოვრებენ, ერთხანს მაინც.

აბა, ამ წილხვედრში, ბოლო 8 წლის მანძილზე ყველაზე „კრეატიული“ ამბავი იყო,- ცოლქმარი მანქანაში ერთმანეთის გვერდზე რომ არ უნდა იჯდეს… ვაი თქვენს პატრონს…

მიხარია და მეშინია ერთდროულად მიშას ამბავი. მეშინია, რომ ყველა ტურბო ერთდროულად არ ჩართოს… მაგის შედეგიც ვიცით, რა შეუძლიათ მავნებლებს წარმატების მეტეორიტულ წვიმაში.“- წერს მაია ნადირაძე.

Next Post

„უმნიშვნელო თანამდებობა მისცეს – მაგას სულთნობა უნდა“ - ჩერგოლეიშვილი სააკაშვილის დანიშვნაზე

შაბ მაი 9 , 2020
2,373 წაკითხვაჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას, სოციალურ ქსელში ეხმაურება. „სანამ გააჩერებენ, ან გაჩერდება ამ პოსტზე – მანამდე შეგვიძლია ავუხსნათ ხოლმე, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკაში უცხო ქვეყნის თანამდებობის პირი პარტიული მიზნებით ნუ ერევა. მაგრამ მაინც ჩაერევა… არაფერს შეცვლის ეს დანიშვნა. უმნიშვნელო თანამდებობა მისცეს – მაგას სულთნობა უნდა. ქაოსია ახლა კორონას გამო უკრაინაში […]