1,802 წაკითხვა
თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, კაფე „ვერდეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად, დაშავებული მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას დამწვრობის ცენტრში გადაჰყავს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, პირველადი შეფასებით, მას პირველი ხარისხის დამწვრობა აღენიშნება.
ცნობისთვის, თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა ერთი ადამიანი.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.