„ძალიან მძიმე გადასატანია..“ – სოსო მანჯავიძე

1,518 წაკითხვა

ძალიან მძიმე გადასატანია, როცა უყურებ, როგორ დაუსჯელად თარეშობს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის აგენტურა, ქვეყნის უშიშროება პარალიზებულია და ვერაფერს აკეთებს მათ გასანეიტრალებლად.
ზოგი ურაპატრიოტული ლოზუნგებით აღვივებს ეთნიკურ კონფლიქტებს, ზოგიც კიდევ პირდაპირ და აშკარად მავნებლობს, ნაცების, ევრონაცების მათი მოკავშირეებისა და მედიარუპორების სახით.
ყველაზე სამწუხაროა,რომ მათ ბევრი გაუგებრობაში მყოფი ადამიანი ჰყავთ მრევლში, დღემდე რომ ვერ მოახერხეს იმის გაანალიზება, რომ მატყუარას არ უნდა უსმინო. ხოლო გარეწარი არ შეიძლება პატრიოტად მიგაჩნდეს იმიტომ, რომ სხვა ეროვნების ხალხს ლანძღავს.
ჰოდა, ვინც ასეთ დემაგოგებს ჯერ კიდევ უსმენს და უჯერებს, სწორედ ისინი არიან ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა.
ამიტომ, ვინც ნოდარიკო მელაძის დღევანდელ სიუჟეტს უყურა და იქიდან რამე დაიჯერა, ვთხოვ თავისით დატოვოს ჩემი ფეისბუკ- სამეგობრო.

სოსო მანჯავიძე

Next Post

გიორგი გახარია პრემიერის პოსტს 15 ივნისამდე დატოვებს

სამ ივნ 2 , 2020
1,518 წაკითხვა15 ივნისამდე ქვეყანას სავარაუდოდ, ახალი მთავრობის მეთაური ეყოლება. როგორც “2020NEWS”-ს ინფორმირებული წყარო უყვება, დაანონსებული სამთავრობო ცვლილებები მიმდინარე თვის დასაწყისში განხორციელდება და პრემიერ გიორგი გახარიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი შეცვლის. “2020NEWS” ინფორმაციითვე, მომავალი პრემიერის კანდიდატურაზე კონსულტაციები უკვე დასრულებულია და სწორედ ლილუაშვილია ის საპრემიერო კანდიდატი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ოცნების“ პოლიტიკურ მარათონს გახსნის. წინ 20-21 ივნისის სისხლიანი ღამის წლისთავია. […]