1,672 წაკითხვა
ოპოზიციაში თბილისში მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ პირველი” ავრცელებს.
როგორც ირკვევა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი მაჟორიტარად კენჭს ნაძალადევში იყრის.
შალვა შავგულიძე – მთაწმინდის რაიონში იქნება კანდიდატი.
ელენე ხოშტარია – ვაკის რაიონში.
ჯერჯერობით კვლავ მიდის მსჯელობა ვინ იქნება კანდიდატი სამგორის ოლქში – ლევან ხაბეიშვილი თუ ზაალ უდუმაშვილი.
გლდანში კი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია იბრძოლებს, ხოლო ისანში გიორგი ვაშაძე.
ამასთან უცნობია, ოპოზიციის რომელი ლიდერი იყრის კენჭს საბურთალოს რაიონში.