ივანიშვილის მთავარი საფიქრალი – „გახარიამ ეფექტურად შეასრულოს შავი სამუშაოები, ხოლო დივიდენდები..“

2,060 წაკითხვა

„ბიძინას პოლიტიკა ასეთია, ის ბალანსებზე მუშაობს და არავის აძლევს გაჯეჯილების საშუალებას, იმაზე მეტის უფლებას, ვიდრე თვითონ უკანონებს საკუთარი გუნდის  წევრებს“ – აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი „ალია“ – სთან ინტერვიუში:

„ეს ბუნებრივია, ეს მუდმივი თანმდევი პროცესია. შიდა  სახელისუფლებო ინტრიგები ხომ დაუსრულებელი პროცესია. ვიღას მიაჩოჩებენ, ვიღაცას მოაჩოჩებენ… ეს მუდმივად ხდება. ერთადერთი, ვისი პრობლემაც გადასაწყვეტი აქვს ივანიშვილს, ეს გიორგი გახარიაა.  დღეს ბიძინას ძალიან სჭირდება გახარია, მხოლოდ მას შეუძლია „გაქაჩოს“ საარჩევნოდ ურთულესი სამუშაოები. თუმცა, მეორეს მხრივ,  გახარია ბიძინასთვის არის  რაღაცნაირად გამაღიზიანებელი ფაქტორი, რადგან ის ივანიშვილის აბსოლუტურ ძალაუფლებაში ეკალივით არის. ბიძინას მთავარი საფიქრალი ის არის ახლა, რომ გახარიამ ეფექტურად შეასრულოს შავი სამუშაოები, ხოლო დივიდენდები მთლიანად მან წაიღოს. დაახლოებით ამ მიმართულებით მიჰყავს საქმე. რა გამოუვა აქედან, რას უპირებს გახარიას, მალე ვნახავთ“.

Next Post

მაღაზიის გამყიდველი ქალი დეპუტატის ოჯახის წევრს ძალადობაში ადანაშაულებს – რა მოხდა წუხელ მუხიანში?

სამ ივლ 28 , 2020
2,060 წაკითხვაახალგაზრდა ქალი თბილისის საკრებულოს დეპუტატის ოჯახის წევრს ძალადობაში ადანაშაულებს. საქმე ეხება წუხელ მუხიანში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც, გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის თამარ ბახსოლიანს მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბახსოლიანის მეუღლეს მუხიანში უბნის სასურსათო მარკეტი აქვს, თავად კი გამყიდველად მუშაობს. როგორც თავად ყვება, დაახლოებით 24:00 საათზე მაღაზიაში მივიდა ახალგაზრდა მამაკაცი, ბერდია ხაბულიანი, რომელმაც უთხრა, რომ ლუდი ნისიად მიეცა. ქალმა ხაბულიანი […]