წავიდნენ და იომონ, არა კიევში, სელფებს რომ იღებენ და ფეისბუქში ვითომ ვაჟკაცურ პოსტებს დებენ – ირაკლი ღარიბაშვილი

180 წაკითხვა

საკმარისია, ჩვენ გვსურს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება მშვიდობიანი გზით. ეს არის გონივრული და ეროვნული პოლიტიკა და არა ომის და მითუმეტეს წაუგებელ ომებში ჩვენი ხალხის შეყვანით”- განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომაზე.  ამ კომენტარით ის გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლებს.

“კიდევ ერთი მინდა შევახსენო ამ პოპულისტ ფარისევლებს. რომელი პოლიტიკოსი გინახავთ ომში გარდაცვლილი?  ბევრს რომ ლაპარაკობენ, ფეისბუქში რომ არიან აქტიურები და ვითომ გაბედული და ვაჟკაცური პოსტებით გამოირჩევიან, წავიდნენ და იომონ, არა კიევში, სელფებს რომ იღებდნენ. წინა ხაზზე წავიდნენ და იომონ, თუ ასე ძალიან უნდათ უკრაინის ომში მონაწილეობის მიღება.

ვინაიდან ყველა ასეთ ტრაგედიაზე ცდილობენ დივიდენდების მიღებას, ყოველთვის შევახსენებ, რომ ეს არის ამორალური ფარისევლობა და მათ არაფერი ესაქმებათ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან, ან მის დაცვასთან”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Next Post

თუ ძალიან მალე არ შესრულდება რასაც ექსპერტები წერენ, მიხეილ სააკაშვილი მოკვდება - გიორგი მშვენიერაძე

ორშ დეკ 5 , 2022
180 წაკითხვამიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თუ დროულად არ შესრულდება ექსპერტების რეკომენდაციები და მესამე პრეზიდენტს სამკურნალოდ არ გადაიყვანენ, ის დაიღუპება. “ყოველთვის ფრთხილი ვიყავი (და ვარ) მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას. რასაც საერთაშორისო ექსპერტები წერენ, თუ ის ძალიან მალე არ შესრულდება, მიხეილ სააკაშვილი მოკვდება. ეს იქნება განზრახ მკვლელობა.”– წერს მშვენიერაძე.

შესაძლოა მოგეწონოთ