ახალი პრემიერის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი

1,165 წაკითხვა

3 სექტემბერს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, სწორედ ხვალ გახდება ცნობილი, ვინ იქნება წარდგენილი პრემიერის პოსტზე.

გია ვოლსკიმ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით და პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრის გიორგი გახარიას წარდგენასა და შს მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველაფერი ხვალ გახდება ცნობილი.

„არის ასეთი მოსაზრება, მე ვერ ვიტყოდი, რომ უსაფუძვლო მოსაზრებაა, თუმცა შს სამინისტროსთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ. საერთოდ, ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება განცხადება ხვალ დილას, პოლიტსაბჭო შეიკრიბება, შემდეგ უმრავლესობის სხდომაზე იქნება დამატებითი განხილვა.

შედეგი ჯერ წინასწარ არ არის არც განსაცხადებელი და არც საფუძველი გვაქვს, რომ 100 % -იანი სიზუსტით ყველაფერზე ვილაპარაკოთ, განხილვები მიმდინარეობს და ხვალ იქნება ყველაფერი ცნობილი”,- აცხადებს გია ვოლსკი.

ipn.ge

Next Post

დაპირისპირება მმართველ გუნდში - კალაძე ღარიბაშვილის შს მინისტრობას ეწინააღმდეგება

ორშ სექ 2 , 2019
1,165 წაკითხვასამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ნიუპოსტი წერდა, რომ მმართველ გუნდში დაპირისპირებაა, გუნდის დიდი ნაწილი გახარიას გაპრემიერებას და ღარიბაშვილის შს მინისტრობას ეწინააღმდეგება. არსებული ინფორმაციით დღეს ქართული ოცნების ოფისში გამართულ სხდომაზე, სადაც სწორედ სამთავრობო ცვლილებების საკითხი იხილებოდა, ღარიბაშვილის დანიშვნის წინააღმდეგი თბილისის მერი კახა კალაძე იყო. ღარიბაშვილის პარტიაში დაბრუნებამ თავის დროზევე გამოიწვია გუნდის შიგნით უკმაყოფილება, კულუარებში არ მალავენ, რომ ივამიშვილის ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ სამთავრობო ცვლილებასთან […]

შესაძლოა მოგეწონოთ