შესაძლოა საღამოს საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდეს

1,199 წაკითხვა

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, შესაძლოა, გადაადგილებაზე წერტილოვანი შეზღუდვა დაწესდეს.

მისივე თქმით, შესაძლოა, შეზღუდვა საღამოს საათებში გადაადგილებას შეეხოს.

როგორც ცქიტიშვილმა განმარტა, ეს შეიძლება იყოს, საღამოს საათებში გადაადგილების შეზღუდვა, ასევე, უქმე დღეებში, ან კვირის რომელიმე კონკრეტული დღეს გადაადგილების შეზღუდვა, ან სხვადასხვა დასახლებაში ტრანსპორტის შეჩერება, ასევე, სავაჭრო ცენტრების, დიდი გადაადგილების ადგილების, ან ბაზრობების მუშაობის დროებით შეჩერება, რომელიც წერტილოვანი ხასიათისა და რომელიც იქნება გამოყენებული იქ და იმ დროს, სადაც ამის აუცილებლობა იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე.

„ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, რომ შეზღუდვები დაწესდება თუ არა, დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე, რამდენად სწორად ვატარებთ პირბადეს, რამდენად დეტალურად შევასრულებთ მითითებებს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ipn.ge

Next Post

თენგიზ ცერცვაძის წერილი და პასუხი

ხუთ ნოე 5 , 2020
1,199 წაკითხვაინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელ თენგიზ ცერცვაძის საპასუხო წერილი. „ბატონო გიორგი, მოგესალმებით. ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს თქვენს საქმიანობას გერმანიაში და მინდა დაგიდასტუროთ ჩვენი უდიდესი პატივისცემა და დაფასება თქვენი, როგორც პიროვნებისა და პროფესიონალისადმი. მე ვიცნობდი მამათქვენს ბ-ნ ნოდარს, გამორჩეულ პიროვნებას და ასევე დიდ ექიმს და მეცნიერს და მიხარია, რომ თქვენ მის გზას ასე ღირსეულად აგრძელებთ. განსაკუთრებით ვაფასებთ თქვენს მოქალაქეობრივ პოზიციას და საქართველოსადმი მხარდაჭერის […]