„შემდეგი მსხვერპლი ვინ იქნება?“ – მიხეილ რამიშვილის პოსტი ფეისბუქში

1,699 წაკითხვა

მიხეილ რამიშვილის პოსტი ფეისბუქში:

„თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმე.
გამოძიებამ შეკითხვაზე მიიღო შემდეგი წერილობითი პასუხები აფთიაქებიდან (თარიღები მითითებულია). აღნიშნულ აფთიაქებში თამარი იმყოფებოდა 17.07.2020 წელს.
შპს “ემ ფარმა” 31.07.2020წ.
შპს ” ნეოფარმი” 28.07.2020წ.
შპს “გეფა” 24.07.2020.
შპს”პე-ეს-პე” 27.07.2020.
შპს “ავერსი”13.08.2020წ
შპს”ფარმა სახლი”
2020 წლის 01 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით ამოღებული იყო გაყიდვიდან მედიკამენტი “A” რომელიც აღმოჩნდა თამარის ორგანიზმში, ცარიელი ორი ფირფიტა კი მის ავტომობილში, რომელიც აფთიაქარების ჩვენებების თანახმად თამარის მიერ არ იქნა შეძენილი, რადგანაც მათი პასუხის თანახმად მედიკამენტი “A” წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს 11 მუხლის თანახმად განეკუთვნება ll ჯგუფს და გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

ივლისიდან გამოძიებას მოთხოვნილი აქვს ინფორმაცია მთელ სააფთიაქო ქსელში იქნება ოჯახის წევრს ხომ არ აქვს შეძენილი და სახლიდან ხომ არ ჰქონდა წაღებული, რომ თვითმკვლელობის ვერსია გაამყარონ, რაც არ გამოსდით, რადგანაც ვერც ოჯახის წევრის მიერ შეძენის ფაქტი დასტურდება და არც რეცეპტი არსებობს.

არსებობს ერთი სიმართლე 23 წლის თამარი მოკლულია და მკვლელებს ხელს აფარებენ, შემდეგი მსხვერპლი ვინ იქნება? ვინც გეწინააღმდეგებათ, სიმართლის დასადგენად იბრძვის და არ გემორჩილებათ? ეს ყველაფერი ივლისიდან იცის გამოძიებამ, რომ თამარს არ შეუძენია მედიკამენტები და თავს არ მოიკლავდა, იგი მოკლეს და გამოძიება ეძებს არა მკვლელებს არამედ მალავს მათ.

რას ერჩოდით ბავშვს, თქვე მშიშრებო და ლაჩრებო, აფერუმ თქვენს კაცობას და მიმიფურთხებია მათთვის ვისაც მაიმუნივით ხელები აქვს აფარებული თვალებზე, ყურებზე და პირზე, თფუი თქვენ.“

Next Post

თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე თავდასხმის კადრები

სამ დეკ 1 , 2020
1,699 წაკითხვაშემთხვევა 2020 წლის 1- ლი დეკემბრის დილას, დაახლოებით 6 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა ჰოსპიტალის კარზე დააკაკუკნა, რა დროსაც დაცვამ ფანჯარა გახსნა და სწორედ ამ დროს იარაღის მუქარით თანხა მოითხოვა. კადრებში ჩანს, რომ დაცვის თანამშრომელი წინააღმდეგობას უწევს და თავდამსხმელი უმისამართოდ ისვრის. წაღებულია 4000 ლარამდე.