კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გამოყენება უნდა გადაიდოს

795 წაკითხვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, ქვეყნებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გამოყენება უნდა გადადონ და პრიორიტეტი იმ ქვეყნებში ვაქცინაციის ტემპის გაზრდას უნდა მიენიჭოს, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 1-2% პროცენტია აცრილი.

„თუკი მსოფლიოში ვაქცინაციის ტემპი არ გაიზრდება, შესაძლოა, კორონავირუსის უფრო ძლიერი ვარიანტები გაჩნდეს. „ბუსტერ“ დოზისთვის განკუთვნილი ვაქცინები იმ ქვეყნებს უნდა გადაეცეთ, სადაც მოსახლეობას ჯერ კიდევ პირველი და მეორე დოზა არ მიუღია,“-აღნიშნა ჯანმო-ს ხელძღვანელმა.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს კამათი იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა დამატებითი დოზა ეფექტური.

„მიმდინარეობს კამათი იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა “ბუსტერ” დოზა ეფექტური. მათ, ვისი იმუნური სისტემაც დაქვეითებულია, უნდა მიიღონ დამატებითი დოზა, თუმცა ისინი წარმოადგენენ მოსახლეობის მხოლოდ მცირე პროცენტს,“- განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

Next Post

„მადლობას გიხდით ჩვენი გუნდის, პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისთვის“

ოთხ აგვ 25 , 2021
795 წაკითხვამინდა გავიხსენო კოდორის ხეობა, რომელიც სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ მოღალატეობრივად გადასცა მტერსა და ოკუპანტს. ვერ აარიდეს მათ ქვეყანას ეს უმძიმესი პროვოკაცია, რომელიც მომზადებული იყო რუსეთის მხრიდან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სვანეთში სტუმრობისას განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მესტიის მერობის კანდიდატი კაპიტონ ჟორჟოლიანი წარადგინა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ 8- წლიანი საქმიანობის პერიოდი არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი. „მადლობას […]