რუსთავში კორონავირუსით დები გარდაიცვალნენ

1,325 წაკითხვა

რუსთავში კორონავირუსით 61 და 52 წლის დები, ნაილი და ნანა იაშაღაშვილები გარდაიცვალნენ. იაშაღაშვილები მკურნალობის კურსს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდნენ.

როგორც კლინიკის ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ “ინფო რუსთავს” განუცხადა, რუსთაველი დები კოვიდ19-ით ერთმანეთისგან დაინფიცირდნენ.

ეპიდემიოლოგის თქმით, ნაილი და ნანა იაშაღაშვილები სამედიცინო დაწესებულებაში ნოემბრის თვის ერთსა და იმავე დღეს, ერთი დილის, მეორე კი საღამოს საათებში შეიყვანეს.

როგორც მაია რაზმაძემ საინფორმაციო სააგენტოს უთხრა, კლინიკაში ჯერ ნანა იაშაღაშვილი, 2 დღის შემდეგ კი ნაილი იაშაღაშვილი გარდაიცვალა.

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განსაკუთრებით მძიმე თანმხლებ დაავადებებზე არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ კორონავირუსმა იაშაღაშვილებში სუნთქვის მწვავე უკმარისობა გამოიწვია, მათი მდგომარეობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გართულდა და დების გადარჩენა შეუძლებელი გახდა.

ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული ერთ-ერთი დის მეუღლე.

ინფო რუსთავი

Next Post

ელისაშვილი ნაციონალებს – „60 მგელივით დაგეშილი ოპოზიციონერი პარლამენტში უნდა შევიდეთ!”

შაბ დეკ 12 , 2020
1,325 წაკითხვა90 მუთაქა იქნება „ქართული ოცნებიდან“ და 60 დაგეშილი მგელივით ოპოზიციონერი ვიქნებით პარლამენტში, წარმოიდგინეთ, რა ამბავს დავატრიალებთ იქ, რა კანონებს გავიტანთ, რა საკითხებს გავიტანთ, როგორ ჯანჯღარში გვეყოლება მთავრობა,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდა ლიდერებს მოუწოდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, მოაწერონ ხელი ხელისუფლებასთან შეთანხმებას და ყველა ოპოზიციური პარტია შევიდეს პარლამენტში. ალეკო […]