თემქაზე 62 წლის გულნარა პივაზის მკვლელობის საქმე გახსნილია

1,936 წაკითხვა

თემქაზე 62 წლის ქალის, გულნარა პივაზის, მკვლელობის საქმე გახსნილია. სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული 57 წლის მამაკაცი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებულმა ქალს ანგარების მოტივით, ურთიერთშელაპარაკების დროს, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მაზლის დაკავება ნათესავებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს” მოკლული ქალის ნათესავმა განუცხადა.

ნათესავის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულ მაზლსა და გარდაცვლილ ქალს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.

“ბოლი წუთამდე ერთმანეთთან კარგად იყვნენ ოჯახებით. რა მოხდა, არ ვიცი. მაზლი ცალკე ცხოვრობდა თავის შვილთან, რძალთან და შვილიშვილთან ერთად. მოულოდნელი იყო, აბა ვინ იფიქრებდა ამას? კარი გაუღო, სუფრა გაუშალა, ყავა მოუდუღა. ვინ იფიქრებდა, რომ მოსაკლავად იყო მისული?

ოქრო დაახლოებით, ერთი თვის წინ იყო ლომბარდიდან გამოტანილი, ცოლები მეგობრობდნენ და შეიძლება მოკლულმა მეგობრულად უთხრა, ამდენი ოქრო მაქვსო”, – განაცხადა მოკლულის ნათესავმა.

„ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული ი.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 სექტემბერს თბილისში, თემქაზე, თავის ძმის ცოლს – 1957 წელს დაბადებულ გ.პ.-ს, ანგარების მოტივით, ურთიერთშელაპარაკების დროს, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბინიდან წაღებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ასევე, მიმდინარეობს აღნიშნულ დანაშაულის სხვა შესაძლო დანაშაულებრივი გარემოებების დადგენა და ბრალის დაზუსტება.

ამ დროისთვის გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

თემქაზე, მე-11 მიკრორაიონში 62 წლის ქალი მეხანძრე-მაშველებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. აღსანიშნავია, რომ მეხანძრეები ბინაში ხანძრის ჩასაქრობად მივიდნენ, სადაც თავის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი ქალი იპოვეს.

Next Post

გიორგი გახარია ფილიპ რიკერს შეხვდა

სამ სექ 10 , 2019
1,936 წაკითხვაამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის ურყევი პრიორიტეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელ ფილიპ რიკერთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის რანგში გამართულ პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ყველა ძირითად მიმართულებაზე, მათ შორის უსაფრთხოების და […]