„საფრთხის შეგრძნებას, რასაც მისი შლეგი და გაუმაძღარი გამოხედვა მიჩენდა, არასოდეს მივუტოვებივარ“ – ლაშა ნაცვლიშვილი მიხეილ სააკაშვილის შესახებ

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია მორალური უპირატესობის განცდა. იმავდროულად, რთული და მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ გარკვეული კომპრომისის გამო, რომელიღაც ბასტიონი დათმე. პირადად ჩემთვის, ერთ-ერთი ასეთი ბასტიონი სააკაშვილთან დამოკიდებულება იყო – არცერთ ინკარნაციაში (ვაკის მაჟორიტარი, თვითმმართველობა (თბილისის საკრებულო), პრეზიდენტი თუ მმართველი პარტია) მისთვის და მისი პარტიისთვის ხმა არ მიმიცია. ალბათ იმიტომ, რომ 1995 წლიდან (როცა პირველად დავინახე) დღემდე, საფრთხის შეგრძნებას, რასაც მისი შლეგი და გაუმაძღარი გამოხედვა მიჩენდა, არასოდეს მივუტოვებივარ. 2003 წლამდე ეს შეგრძნება დიდწილად ინტუიციური იყო, მერე კი – ცნობიერი. საჯაროდ უნდა ვაღიარო, რომ ეს აქტივი დღეისათვის სრულად განულებულია – მარგველაშვილისთვის მაქვს ხმა მიცემული… “– წერს ნაცვლიშვილი.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *