„ქართველი კაცი მოძალადეა – ამ ველური მილიციელის ბოროტება გვიკვირს?“ – ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე მიიჩნევს, რომ ქართველი კაცი მოძალადეა. ამ პოსტით ის ეხმიანება მეტრაოსადგურ ისანში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც, პოლიციელმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდას (სმენის არმქონეს) სცემა.

„ქართველი კაცი მოძალადეა. უყვარს და სწორად მიიჩნევს სხვისთვის ტკივილის მინიჭებას. ასე გაზარდეს და ასე ესმის. და აზრი არ აქვს ამგვარ ინდივიდუალურ თავმომწონეობას, რომ “მე მოძალადე არ ვარ”, – კავკასიელი კაცების უმეტესობა მოძალადეა.

ამ ველური მილიციელის ბოროტება გვიკვირს? 5 ივლისს ადამიანები დღისით-მზისით სცემეს ტყის მეფე ღარიბაშვილის ბრძანებით და დღემდე არავინ დასჯილა, და არც არავინ დაისჯება. ხალხის უმრავლესობის რეაქცია კი ამ ვანდალიზმზე ან ფეხებზემკიდიური იყო ან ზე-ფეხებზემკიდიური. ასეთი დროა და ამ დროს ეს წესები აქვს.“– წერს ლაშა ბუღაძე.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…