„ოცნების“ დეპუტატის გამოგონება – როდის დანერგავენ მინისტრები ახალ „კულტურას”?

1,638 წაკითხვა

დიდუბის რაიონის ყოფილი გამგებელი, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ირმა ზავრადაშვილს ერთი პრეტენზია აქვს, მისი თქმით, ახალი „კულტურა“ უნდა დაინერგოს, რომელიც საზოგადოებისთვის სამინისტროების მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.აღნიშნული ინიციატივა ზავრადაშვილს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატ მიხეილ ჩხენკელს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მოუსმინა.

“იმდენი რამე გაგიკეთებიათ ამ ხნის განმავლობაში, ყველაზე მეტი პრეტენზია რაზედაც მაქვს, რატომ არ იცის ეს ხალხმა? იქნებ, რაღაცა კულტურა დავნერგოთ, რომ  ყოველი თვის ბოლოს იქნება თუ კვარტლის ბოლოს, მოსახლეობამ მაქსიმალურად მიიღოს ინფორმაცია, თუ რას აკეთებს ეს სამინისტრო”

დანერგილა ეგ კულტურა, ძვირფასო დეპუტატო და პიარსამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ჰქვია, უამრავი თანამშრომელიც ჰყავთ მინისტრებს მაგ კუთხით და ყოველ თვის ბოლოს კი არა, ყოველ დღე უნდა გაავრცელონ ინფორმაცია, თუ აქვთ რამე ახალი გასავრცელებელი და სათქმელი!

Next Post

ირმა ინაშვილის კომენტარი მათი პარტიის წევრის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით

ოთხ დეკ 23 , 2020
1,638 წაკითხვა„პატრიოტთა ალიანსი“-ს გენერალური მდივნის განცხადებით, პარლამენტში, მათი წევრის შესვლასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში ჩარევის ბერკეტი არ აქვთ, რადგან ის პარტიის შემომწირველია და თავისუფალია მის ქმედებებში. ამის შესახებ ირმა ინაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ავთანდილ ენუქიძე ჩვენი პარტიის შემომწირველია, თავისუფალია ქმედებებში, მე და პარტიას არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, ჩავერიოთ მის გადაწყვეტილებაში მკაფიოდ მინდა, განვცახადო, რომ მე – ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია და […]