„არაფერი შეცვლილა, ამათ პრიმიტიულ, კოლონიზატორულ ტვინებში“ – სოსო მანჯავიძის შეფასება ელჩების განცხადებაზე

863 წაკითხვა
სოსო მანჯავიძის პოსტი ფეისბუქში:
არაფერი არ შეცვლილა, ამათ პრიმიტიულ კოლონიზატორულ ტვინებში.
როგორც თავის დროზე ჩინეთი დაანგრიეს, რადგან ოპიუმით ქვეყნის განადგურებას შეეწინააღმდეგა, როგორც ინდოეთში ათიათასობით ხელოსანს დააჭრეს ცერა თითი, რომ საქსოვ დაზგებზე ვერ ემუშავათ და მონოპოლია ჰქონოდათ ინგლისელ მწარმოებლებს, როგორც რუანდაში და კონგოში ახოცინეს ერთმანეთი ტუტსის და ხუტუს, როგორც ლიბია, ერაყი და სირია და ავღანეთი გაანადგურეს, ზუსტად ასე მოქმედებენ ავადმყოფური ნეოლიბერალური კლიშების მიხედვით, უსქესო, უეროვნო, უსამშობლო, ურწმუნო, უქონელი, უცოდინარი ჰომო ნოვუსის გამოყვანის მიზნით.
მაგრამ საქმე ისაა, რომ თვითონ გახდნენ და მოუვიდათ ის, რასაც სხვებს უპირებდნენ.
ამის ნათელი დასტური მათი ერთობლივი განმეორებითი განცხადებაა, რომელში არსებულ კრეტინიზმებს საზღვარი არა აქვს.
მენე, მენე, ტეკელ! ბატონო ელჩებო!
მაგრამ ასეთი გაფრთხილება მაინც მითოლოგიურად და აბსტრაქტულად შეიძლება მოგეჩვენოთ.
ამიტომ გენდერული თეორიით გამოლაყებულ თქვენს ტვინებს, როგორც ჩანს, მისი ანალოგი, სრულიად კონკრეტული გაუნაყოფიერებელი, ან ლაყე კვერცხი თუ გამოასწორებს.
და ამ სამსახურს ქართველი ხალხი აუცილებლად გაგიწევთ.
ისევ თქვვნი სიკეთისათვის, ცხადია.

Next Post

„მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, „ნაციონალურ მოძრაობასთან..“ - გიორგი გახარია

ხუთ ივლ 1 , 2021
863 წაკითხვაპარტია „საქართველოსთვის“ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ალიანსს არ და ვერ განიხილავს“,- ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ გორში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც გახარია ჟურნალისტებთან აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის პოლიტიკური პოზიციაა. “მინდა აბსოლუტურად ღიად, ყველას გასაგონად ვთქვა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ალიანსს არ და ვერ განიხილავს. ეს არის ჩვენი პოლიტიკური პოზიცია“, -აღნიშნავს გახარია.