ბიძინა ივანიშვილმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა

877 წაკითხვა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, სპეციალურად StopCoV ფონდისთვის 100 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილმა „ქართუ ფონდში“ რამდენიმე დღის წინ ჩარიცხა.

„ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დონაცია კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის ანგარიშზე გუშინ გვიან ღამით აისახა.

StopCoV ფონდის ანგარიშზე ამ დროისთვის 124 543 899 ლარია მობილიზებული.

StopCoV ფონდი მარტის დასაწყისში შეიქმნა და მასში აკუმულირებული თანხა იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ფონდში შენატანები განახორციელეს როგორც კომპანიებმა, ისე ფიზიკურმა პირებმა“, – აღნიშნულია პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Next Post

ლუგარის ცენტრში გადაგზავნილი 116 ნიმუშიდან ყველა მათგანზე უარყოფითი პასუხი მოვიდა

ხუთ აპრ 9 , 2020
877 წაკითხვაგუშინ დღის განმავლობაში ლუგარის ცენტრში სადიაგნოსტიკოდ შევიდა 116 ნიმუში, ყველა ამ ნიმუშზე გვაქვს უარყოფითი შედეგი – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ განაცხადა. „ბოლო ინფორმაციით, გუშინ დღის განმავლობაში ლუგარის ცენტრში სადიაგნოსტიკოდ შევიდა 116 ნიმუში, ეს გახლავთ ყველა სამედიცინო დაწესებულებიდან, კონტაქტირებული პირიდან და საკარანტინე ზონიდან ჯამურად შესული ნიმუშების რაოდენობა. ყველა ამ ნიმუშზე გვაქვს უარყოფითი შედეგი, ანუ კარგი შედეგი. […]

შესაძლოა მოგეწონოთ