პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. პარტიის ლიდერის განცხადებით, მისი პარტია სასტიკად გმობს ძალადობრივი ჯგუფების მიერ, ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს და ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას. და ხელისუფლებას დაუყოვნებლივი მოქმედებისკენ მოუწოდებს:
„ეს არ არის ქართული საზოგადოების ნამდვილი სახე, ჩვენ უძველესი ევროპელი ერი ვართ, ხოლო, საქართველოს მომავალს ასევე თანამედროვე ევროპაში ვხედავ, სადაც ჩვენ უნდა შევიდეთ ჩვენი ტრადიციებითა და ეროვნული თვითმყოფადობით. მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოიძიოს თითოეული ფაქტი და დამნაშავეები დასაჯოს კანონის შესაბამისად. ხოლო, იმ კუნთმაგარ ბიჭებს, ერთ რამეს ვურჩევდი: წაბრძანდნენ ოკუპაციის ხაზთან და გააპროტესტონ დავით გარეჯის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“.