„ყველა უმცირესობამ დაიმახსოვრეთ – არც იოცნებოთ!“ – გუბაზ სანიკიძე

916 წაკითხვა

ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ გუბაზ სანიკიძემ სექსუალური უმცირესობების თემაზე ისაუბრა:

„რაც შეეხება სექსუალური უმცირესობის თემს, მე კანონმდებლობით ვალი მაქვს მოხდილი მათი უფლებების დასაცავად და შესაბამისი კანონისთვის ხმა მაქვს მიცემული.

მე არ ვარ მათი მომხრე და მათი გულშემატკივარი და მე ნურავინ დამავალდებულებს, რომ პრაიდის თემი დავიცვა. მათი უფლება თუ ირღვევა, ეს ხელისუფლებას უნდა მოვკითხოთ.

ანტიდისკრიმინაციული კანონისთვის ხმის მიცემა ჩემთვის მძიმე გადაწყვეტილება იყო. ჩემს თავთან ომი მქონდა გამოცხადებული, იმიტომ, რომ არ ვარ მე მათი მომხრე. მე შეიძლება თანავუგრძნობდე, მაგრამ თანაგრძნობა თანადგომას არ ნიშნავს. უფლებების დაცვა მოსთხოვეთ პოლიციას და ხელისუფლებას. მათი უფლებები დასაცავია, მაგრამ ვისი უფლებების დაცული? და ასე ურიგოდ უფლებების დაცვაში ვერავის გავატარებთ.

ყველა უმცირესობამ დაიმახსოვრეთ: სანამ უმრავლესობის უფლებები არ იქნება გარანტირებული და დაცული, მანამდე არც იოცნებოთ თქვენი უფლებების დაცვაზე.

Next Post

„აქცია ჯვართან უნდა ყოფილიყო სიმბოლური“ - ნატა ფერაძე

პარ ივლ 9 , 2021
916 წაკითხვააქცია „სახელმწიფოს პანაშვიდი!“ რომელიც პარლამენტთან დღეს უნდა გამართულიყო აღარ შედგება. აქციის ორგანიზატორებმა შეკრება მას შემდეგ გადაიფიქრეს, რაც მათი თქმით პუტინისტური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებისგან, მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღეს, რომ დაუპირისპირდებოდნენ. ორგანიზატორები ამბობენ, რომ არ აპირებენ, ადამიანების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდონ. „ჩვენ ვგეგმავდით, რომ ეს აქცია ყოფილიყო სიმბოლური და ამ ჯვართან, რომელიც, ჩვენი აზრით, არის სახელმწიფოს, სეკულარული სახელმწიფოს პანაშვიდი, გვინდოდა მიგვეტანა […]

შესაძლოა მოგეწონოთ