„სამწუხაროდ, დესტრუქციული ძალა აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას“ – დავით ჩიხელიძე

489 წაკითხვა

 საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევა რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სამწუხაროდ ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა, არჩევის პროცესი ეჭვქვეშ დააყენეს, პროცესი რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ  გამჭირვალობის უმაღლესი ხარისხით გამოირჩეოდა, მასზე დასწრების შესაძლებლობა ქონდა როგორც პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლებს ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს, აღნიშნული უფლებით ასობით ადამიანმა ისარგებლა, არჩევის პროცესი გადაიცემოდა პირდაპირი ეთერის საშუალებით რაც პროცესის დაკვირვებისთვის და გამჭირვალობისთვის დამატებითი შესაძლებლობა იყო.  ყველა დაინტერესებულმა მხარემ ვნახეთ, რომ არჩეულ კონკურსანტთა აბსოლუტური უმრავლესობას აქვს საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება, ასევე  გამოირჩევიან მაღალი კომპეტენციით, რისი დასტურიც მათი მაღალი კვორუმით არჩევა  არის. ამ ადამიანების უმეტესობა მაღალი კვორუმით იქნა არჩეული, რაც მათ ირგვლივ არსებულ კითხვის ნიშნებს აქარწყლებს.

სამწუხაროდ დესტრუქციული ძალა, რომლის მიზანს ცესკოს დისკრედიტაცია წარმოადგენს, აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას, ისინი არა მხოლოდ სიმართლის საწინააღმდეგოდ, არამედ ფაქტების საწინააღმდეგოდ მოძრაობენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე ჭიქაში ქარიშხალი გამოიწვიონ, მინდა ხმამაღლა განვაცხადო, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება (ყველა დონეზე) მოხდა პროფესიული ნიშნით, ჩემი ორგანიზაცია აკვირდებოდა არჩევის პროცესს და თითოეული არჩეული ადამიანი აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს. შესაბამისად კითხვები ნეპოტიზმის შესახებ და ა,შ. რეალობის დამახინჯებულ გადმოცემას  და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ემსახურება,

Next Post

„ძალიან მკაფიოა ევროკავშირის მესიჯი“ - გიორგი ვაშაძე

ხუთ აგვ 26 , 2021
489 წაკითხვაძალიან მკაფიოა ევროკავშირის მესიჯი – არ იქნება პროგრესი ვალდებულებების შესრულებაში, სამწუხაროდ, საქართველო ვერ მიიღებს მაკროფინანსურ დახმარებას. ასე, რომ ყველაფერი “ ქართული ოცნების” ხელშია, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა “მიშელის კაბინეტისა” და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დეტალებზე. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ვაშაძემ განმარტა, ის წუხს, რომ “ქართული ოცნების” ნაბიჯებიდან გამომდინარე, ასე ზიანდება საქართველოს ინტერესები. “თუ არ […]