„ეს არის სრული კატასტროფა ყველა კრიტერიუმით“ – ნიკა გვარამია

2,402 წაკითხვა

„ტელეკომპანია რუსთავი 2 უკვე რეანიმაციიდან პირდაპირი კადრებით იწყებს კურიერს და კოვიდით მძიმედ დაავადებული პაციენტის ინტუბაციას გვაჩვენებს პირდაპირ ეთერში.

ჯერ ერთი, ამის ჩვენება (რაგინდ დაბლარული და დაფარული იყოს კადრები) და რეანიმაციიდან ლაივი არის სრული კატასტროფა ყველა კრიტერიუმით, და მეორე – იმ ვითარებაში, როცა მთავარ არხს ინტერვიუსაც არ გვაძლევენ ეპიდემიოლოგები (მთავრობის წევრებზე ვიღა საუბრობს), თავს რომ ოპოზიციურად აცხადებს (არავის კი არ ჯერა, მაგრამ მაინც) ის არხი, მთავრობის მიერ მკაცრად კონტროლირებული ზონიდან მკაცრად დახურულ სამედიცინო პროცედურას აჩვენებს პირდაპირ ეთერში. ცხადია, ეს ხდება პაციენტის თანხმობის გარეშე – რეანიმაციაში ინტუბირებული პაციენტი ვერანაირ თანხმობას რომ ვერ მიცემდა, მარტივად გასაგებია.

ზღვარი სად გადის ნეტავ?“

ნიკა გვარამია

Next Post

„დაგვცინიან თუ რა ხდება, ვერ გავიგე?“ - ლადო სადღობელაშვილი

კვი აპრ 19 , 2020
2,402 წაკითხვა„არ დავასახელებ შეგნებულად გამგეობას, ერთ-ერთი გამგეობის წევრი ქალბატონი, რომელიც იმ გამგეობაში არ წარმოადგენს არაფერს, არ არის მაღალ დონეზე მომუშავე ადამიანი, არის რიგითი საბუთების ჩამბარებელი, აი, ეს ადამიანი დავინახე, ფოტოებით თავს იწონებდა ღამის პირველ საათზე ერთ-ერთ უბანში“ – ამბობს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ლადო სადღობელაშვილი. „თანაც ფოტოებს ზემოდან ეწერა, დარჩი სახლშიო! ღამის პირველ საათზე ფოტოს დებს და იძახის, დარჩი სახლშიო. დაგვცინიან […]

შესაძლოა მოგეწონოთ