არსებობს ბუნდოვანი მიზნების მატარებელი ორგანიზაცია, „სამოქალაქო საარჩევნო კომისია” რომელიც მავნებელთა ბუნაგად იქცა, ყველა ვისაც კი ცესკოსთვის ქვის სროლა უნდა აღნიშნულ ორგანიზაციაში დაპორტირდა, იქნება ეს „სირცხვილია” თუ ორი აკაკი.”- ამის შესახებ საუბრობს “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე.
“რამდენიმე დღის წინ ახალი თემის შემოგდება სცადეს, კერძოდ მკვდარ სულებზე დაიწყეს საუბარი. რა თქმა უნდა მათ მხარი პარტიულმა ტელევიზიებმა აუბეს და მათ მიერ გაჟღერებული ინფორმაცია გადაამოწმეს, როგორც იტყვიან მელამ საკუთარი კუდი მოწმედ მოიყვანა.
რაც შეეხება ყბადაღებულ მკვდარი სულების თემას, წაიკითხეთ შესაბამისი ნორმატიული თუ საკანონმდებლო აქტები და ნახავთ, რომ ცესკო სიის ფორმირებისას მარტო არ არის და მასში რამდენიმე უწყებაა ჩართული, შეუძლებელია გარდაცვლილი ადამიანის სიიდან ამოღება მყისიერად მოხდეს, რადგან სიები(იუსტიცის სახლის მიერ) ცესკოს განსაზღვრული ინტერვალით მიეწოდება, შესაბამისად შეუძლებელია პირობითად 10 რიცხვში მიწოდებულ სიაში არ იყოს 11 რიცხვში გარდაცვლილი ადამიანი.
დესტრუქციული ორგანიზაცია, 1930 წელს შემდგომ დაბადებულ ამომრჩეველთა რიცხოვნობით მანიპულირებს, სტატისტიკა კი სხვა რეალობას გვაჩვენებს. (იხ ფოტო, 1930 წელს შემდგომ დაბადებულ ამომრჩეველთა რაოდენობა)
რაც შეეხება ტელეკომპანია ფორმულას სიუჟეტს, ის რომ საქართველო ბინაში ჩაწერის ამბავი მოუწესრიგებელია არახალია, ეს არც იუსტიციის სახლის და მით უფრო ცესკოს ბრალი არ არის. არამედ ეს არის მოქალაქეების ბრალი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ადამიანის ამოწერის მიზნით, შესაბამის უწყებასა არ მიმართავს.
მოვუწოდებ სამოქალაქო საარჩევნო კომისიას და მის სპიკერებს, ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის მცდელობის ნაცვლად ,რეალური ფაქტებით ისაუბრეთ და დასახელება თავში არ აგივარდეთ, რადგან საქართველოში ერთადერთი უფლებამოსი ორგანო ,რომელიც ამომრჩევლის ხმას იცავს, არის ცესკო, სხვა ყველა ორგანიზაცია, მათ შორის “სამოქალაქო საარჩევნო კომისია” კანონგარეშე წარმონაქმნი, ფსევდო ორგანიზაციაა”- აცხადებს დავით ჩიხელიძე.