„საინტერესო ამბები ხდება ქუთაისში, კორუფციასთან „მებრძოლი“ ხატია ხომ გახსოვთ, ქუთაისის მერობა რომ მოისურვა? – დავით ჩიხელიძე

403 წაკითხვა

„საინტერესო ამბები ხდება ქუთაისში, კორუფციასთან „მებრძოლი“ ხატია ხონ გახსოვთ, ქუთაისის მერობა რომ მოისურვა? მისი გუნდის წევრი არის ვინმე გიგა შუშანია, რომელიც საარჩევნო კამპანიაში აქტიურად არის ჩართული.

შუშანიას ბიოგრაფია კორუფციის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს, შუშანია ნაციონალური მოძრაობის დროს ქუთაისში გარკვეულ თანამდებობებს იკავებდა, ხელფასის სახით კი საჯარო მოხელისთვის განკუთვნილ, სტანდარტულ ანაზღაურებას იღებდა. შუშანიამ მოახერხა და მოკრძალებული ხელფასით:

2012 წელს ნაკვეთი შეიძინა ზედა მესხეთში, – ერთი 6 ჰექტარი, მეორე 2 ჰექტარი.
2014 წელს თბილისში სახლი აიშენა (ჩიქოვანის 35 ნომერში, მანსარდა 110 კვადრატული მეტრი, საცხოვრებელი ფართი 135 კვადრატული)
2019 წელს კიდევ ერთი სახლი შეიძინა (თბილისი რესპუბლიკის ქუჩა 600 კვადრატული მიწა, 200 კვადრატული სახლი )

პარალელურად 2018 წელს საჯარო რეესტრს მიმართა, ვაზისუბანში არსებული მიწის ნაკვეთის დაკანონებას ითხოვდა.

სწორედ ასეთი კორუფციაში ჩაფლული, კარიერისტი ადამიანი არის ხატიას გვერდით და თუ მას კორუფციასთან ბრძოლა სურს შეუძლია საკუთარი გუნდელებით დაიწყოს, რადგან იქ ასეთი ბევრი არის.

ყოველივე ამის შემდეგ ვინმეს კიდევ სჯერა ხატიას გულწრფელობის? ეს ადამიანი მთელი თავისი ცხოვრება ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს, მუდამ იმასთან არის ვინც კარიერულად დაეხმარება, თუნდაც ავაკოვი ავიღოთ, რომელსაც მისი მამა მარჩენალი სააკაშვილი ებრძვის ეს კი მეგობრობს …. დეკანოიძის მსგავსი არათანმიმდევრული, კარიერისთვის მერობის კანდიდატად დასახელებაც კი ქუთაისის შეურაცხყოფაა”– წერს სოციალურ ქსელში “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე.

Next Post

ნიკა გვარამიამ პირველ რიგში უნდა მოიხადოს ბოდიში მისი ამომრჩევლის წინაშე - გიორგი ჭილაშვილი

პარ ოქტ 29 , 2021
403 წაკითხვადიდი შეცდომა – ეს ფორმულირება ყველაზე მეტად შეესაბამება “Ipsos” -ის კვლევას და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.”- წერს სოციალურ ქსელში საარჩევნო საკითხების სპეციალისტი გიორგი ჭილაშვილი. “ბოლო დროს ხედავთ, რომ აქტიურად ვწერ საარჩევნო საკითხებზე და ყოველთვის ხაზს ვუსვამ ობიექტურობას, ასევე სულ ვამბობ, რომ არჩევნებზე უნდა საუბრობდნენ ის ადამიანები, რომლებსაც  აქვთ გარკვეული სახის გამოცდილება და კვალიფიკაცია, ეს ძალიან მნშვნელოვანია! საზოგადოებას მიზანმიმართულად აწვდიან გაყალბებულ […]

შესაძლოა მოგეწონოთ