437 წაკითხვა
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება. ის გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ტრანსპორტის შესაძლო გაჩერებასთან დაკავშირებით.
„ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას დადგენილი რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ განიხილება. თუ ვინმე ავრცელებს, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესება იგეგმება, ეს არის სიცრუე და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. როგორც ჩანს, ამას გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად აკეთებენ“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.