„ჟურნალისტს ალბათ სათაური შეეშალა – არადა, არჩევნებს ფაქტები სჭირდება“ – გიორგი ჭილაშვილი

სოციალურ ქსელში  საასრჩევნო საკითხების სპეციალისტი, გიორგი ჭილაშვილი წერს:

ეს საინტერესოა, სიტყვები და ფრაზები: სავარაუდო, შესაძლებელია, ზუსტად არვიცი, მოახდინა ან არ მოახდინა, ნამდვილად ვერ ვიტყვი, მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი, ეს გახლავთ ნინო დოლიძის „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) დირექტორის მწირი ლექსიკა ,რომელსაც მუდმივად იყენებს არჩევნების შეფასების დროს!
გავეცანი სამართლიანი არჩევნების თავმჯდომარის ბოლო განცხადებას, მეორე ტურის შეფასებას ეხებოდა, გავეცანი და მინდა გითხრათ, რომ არაფერი ცუდი არ უწერია გამიკვირდა კიდეც,  ჟურნალისტს ალბათ სათაური შეეშალა, რადგან მთელს განცხადებაში მხოლოდ ზემოთ ხსენებული სიტყვები ფიგურირებდა, არადა არჩევნებს ფაქტები და კონკრეტიკა სჭირდება.
იმავე განცხადებაში ნინო დოლიძე თავად ამბობს, რომ მათი საჩივრები მხოლოდ პროცედურულ ხარვეზებს ეხებოდა, მაშინ სადღაა პრობლემა!
არჩევნებში მონაწილე თითოეულმა ადამიანმა იცის ზუსტად, ან უნდა იცოდეს, რომ მის მიერ ხმის მიცემას ვერავინ გააკონტროლებს და ასევე ვერავინ გაიგებს თუ ვის მისცა ხმა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს არჩევნების ფარულობას და იმას რომ ამისთვის ცესკო ყველაფერს აკეთებს!
ასევე, რაც ყველაზე მთავარია ნინო დოლიძე, ხმის დათვლის პროცედურასთან დაკვაშირებით ამბობს, რომ განსაკუთრებული არაფერი დარღვევა არ დაუფიქსირებიათ. მაშინ ჩემო კარგო შენ და კიდევ ცესკოში ოპოზიციის წევრებმა სიორიძემ და კირთაძემ დაიბარეთ მხარეები და აუხსენით, რომ ზედმეტ ალიაქოთს აზრი არ აქვს! ადმინისტრირების ნაწილმა კარგად ჩაიარა და ხმის დათვლის დროს არავისთვის არაფერი არ დაუკლიათ!
  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…