ახალციხეში რესტორანი „იმერეთი” აფეთქდა

1,611 წაკითხვა

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე რესტორან “იმერეთში” აფეთქება მოხდა. კორპუსის მაცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ რესტორანში ბუნებრივმა აირმა გაჟონა. აფეთქების ძალამ მთელი რესტორანი დააზიანა.

პირველადი ინფორმაციით, კორპუსის ორი მაცხოვრებელი აფეთქების მომენტში სარდაფში იმყოფებოდა. ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე, რესტორან “იმერეთში” მომხდარი აფეთქების გამო, დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მეხანძრე-მაშველებმა ორი ადამიანი გამოიყვანეს. ორივე მათგანი კონტაქტურია. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციით, აფეთქება ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, დაკეტილ რესტორანში მოხდა.

შენობა ნაწილობრივ დანგრეულია. მაშველები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ.

რუსთავი 2

Next Post

„ეს ვიღაც ძონძი ქალი საბავშვო ბაღში მუშაობს! მინდა, ეს ბევრმა ნახოს!“ - ინგა გრიგოლია

პარ დეკ 25 , 2020
1,611 წაკითხვაინგა გრიგოლიას პოსტი ფეისბუქში: „ვერ ვიტან ადამიანების დაბულინგებას, მაგრამ ამის არშემჩნევა არ შეიძლება . დღეს გადაცემაში რეპორტაჟი მქონდა, პატარა, საყვარელი ბავშვები, ჟურნალისტის შეკითხვაზე, რაზე ოცნებობთ, რომ თოვლის ბაბუამ მოგიტანოთო, პიურე და კატლეტიო, ამბობდნენ. ხომ ვერ წარმომედგინა, რომ ბავშვების ასეთ სიდუხჭირესა და ოცნებებზე ვინმე მოახერხებდა და ამას დაწერდა . მინდა,რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს ეს ამბავი . თან საბავშვო ბაღში მუშაობს […]