„ტვ პირველი ხო კარგად ხართ? – დღეს საკუთარი ორმაგი სტანდარტი და მიკერძოებულობა კიდევ ერთხელ დაადასტურეთ“ – დავით ჩიხელიძე

752 წაკითხვა

დავით ჩიხელიძის პოსტი ფეისბუქში:

ტვ პირველი ხო კარგად ხართ? დღეს ახალი კამპანია დაიწყეთ, რომელიც შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნებას და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ემსახურება, უნდა აღნიშნოს, რომ თქვენ მიერ გამოქვეყნებული ოქმები კანონის სრული დაცვით, დარღვევების გარეშე არის შედგენილი. რაც ნიშნავს, რომ ცესკოს მაღალ კვალიფიკაციას თქვენც კი აღიარებთ, ადმინისტრირების კუთხით არჩევნებმა მაღალ დონეზე ჩაიარა, ამაზე ყველა ვთანხმდებით. რადგან თქვენს მიერ გამოქვეყნებული ოქმები სწორად არის შედგენილი აპელირებას იქ არსებული ბათილი ბიულეტენების რაოდენობაზე აკეთებთ. ამით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და ბუზის სპილოდ ქცევის მცდელობას ახორციელებთ. ყველა ადამიანმა, ვინც საარჩევნო პროცესებში არის ჩართული კარგად იცის, რომ ბათილი ბიულეტენის არსებობა არჩევნების თანმდევი, განუყოფელი პროცესია, ასე იყო ადრე და ასე იქნება მომავალში. დღეს თქვენთვის პრობლემას 20 ბათილი ბიულეტენი წარმოადგენს, მაშინ როდესაც თუნდაც 2012 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 40 ბათილი ბიულეტენი არ იყო პრობლემა? ახლა გაჩვენებთ 2010 წლის შემაჯამაბელ ოქმებს და გულწრფელად მითხარით თუ მაშინ 42 ბათილ ბიულეტენზე დუმდით დღევანდელი 20 რატომ გახდა პრობლემა? მადლობა თვითლუსტრაციისთვის, დღევანდელი თქვენი პოსტები ცესკოს დისკრედიტაციას ვერა მაგრამ საკუთარ დისკრედიტაციას ნამდვილად მოახდენს. დღეს საკუთარი ორმაგი სტანდარტი და მიკერძოებულობა კიდევ ერთხელ დაადასტურეთ !

Next Post

„თაკომ ჯერ ვერ გაიგო იქ არის, თუ აქ  იქ არც მელიას სჭირდება, აქ კიდე არავის, ანუ მოკლედ..“ - გია გაბრიჭიძე

ორშ ნოე 1 , 2021
752 წაკითხვაჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს: დიდი დარტყმა მიადგა ქართულ პარლამენტარიზმს – ხაზარაძემ, მამულაშვილმა, წითლიძემ და გირჩმა ჯაფარამ, დეპუტატობაზე უარი თქვეს პრინციპში რატომღაც მგონია, რომ ამით უფრო გაჯანსაღდა სივრცე სამნიძემ, როგორც ჭეშმარიტმა რესპუბლიკელმა – მე არაო (მგონი რაღაც ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებიც არ უთქვამს. ყველამ კარგად იცის რა ფულის წუწკიც ვარ და სიტყვები რატომ დავხარჯოო სტრატეგიამაც უჩემოდ ჰაბს ვინ ააშენებსო და […]