„მოკლედ – იგეგმებოდა სახელმწიფო გადატრიალება – ახლა გასაკეთებელი უნდა გააკეთონ“

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე ეხმიანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, ნაციონალური მოძრაობის გეგმებთან დაკავშირებით.

„იგეგმებოდა პარლამენტის, კანცელარიის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, შსს და იუსტიციის სამინისტროს ბლოკირება. ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაცია.

მოკლედ – იგეგმებოდა სახელმწიფო გადატრიალება. ცხადია “სუს”-ი იმაზე მეტს, რაც თქვა, არც და ვერც იტყოდა. ახლა გასაკეთებელი უნდა გააკეთონ.

რაც შეეხება ხალხს, მიუხედავად ნაცმედიის ფორსირებული შეტევისა, საქართველოს მოქალაქეებს არ სურთ ძალადობა, სისხლისღვრა, მანიაკების რევანში და ტირანია.

სახელმწიფოს მოსახლეობის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს. მხარდაჭერა, რომლის მსგავსი უახლესი ისტორიის მანძილზე ძალიან იშვიათად ჰქონდა”- წერს  გია გაბრიჭიძე.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…