ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილთან არ შეუშვეს

417 წაკითხვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მას დღეს მიხეილ სააკაშვილის ნახვის საშუალება არ მიეცა.

როგორც ექიმი აცხადებს, რატომ არ შეუშვეს გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, ამის მიზეზი მისთვის უცნობია.

“5 წუთის წინ შემატყობინეს, რომ დღეს ჩემი შესვლა არ მოხდება. მიზეზს არ მეუბნებიან“, – აღნიშნა ყიფშიძემ.

ყიფშიძის თქმით, აღნიშნული ეჭვებს აჩენს.

„უკვე შეიძლება ეჭვები გამიჩნდეს. გუშინ ჩემი ვიზიტის შემდეგ, ისევ უნდა შევსულიყავი კონსილიუმთან ერთად, რადგან ბატონი პრეზიდენტი ზუსტად 5 წუთით ვნახე. მას ვუთხარი, რომ გავიდოდი და კონსილიუმთან ერთად შევიდოდი, მაგრამ, როგორც ნახეთ, ეს არ მოხდა“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

Next Post

„ეს გარეწარი არაფერს ნანობს და არასოდეს მოიხდის ბოდიშს!“ - ბონდო მძინარაშვილი

ოთხ ნოე 17 , 2021
417 წაკითხვა ბონდო მძინარაშვილის პოსტი ფეისბუქში: პერუს დიქტატორი ალბერტო ფუხიმორი, რომელიც 2000 წელს ქვეყნიდან გაიქცა, მერე 2007 წელს ჩილედან ექსტრადიციით დააბრუნეს და რომელსაც პერუს სასამართლომ 2009 წელს 25 წლით აღუკვეთა თავისუფლება, დღესაც, ნებისმიერი საჯარო მიმართვის დროს ბოდიშს უხდის პერუელებს! ბოდიშს უხდის და სასჯელს იხდის! ალბერტო ფუხიმორი ერთადერთი იაპონელია, რომელიც სახელმწიფოს მეთაურად აირჩიეს. (მოგეხსენებათ, იაპონიას იმპერატორი მართავს). ფუხიმორების ოჯახი გასული საუკუნის […]

შესაძლოა მოგეწონოთ