„სააკაშვილს რომელი ღირსება შეელახა? უარეს მდგომარეობაში ჰყავთ ნანახი – სახურავზე „კარლსონივით“ და თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცველი“

761 წაკითხვა

სააკაშვილს რომელი ღირსება შეელახა? უარეს მდგომარეობაში ჰყავთ ადამიანებს ნანახი – სახურავზე „კარლსონივით“ და თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცველი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა სააკაშვილთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, გლდანის №18 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის იძულებით შესახლების კადრების გასაჯაროება „ღირსების შემლახავია“.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თუ უწყება არ გაასაჯაროვებდა კადრებს, იქნებოდა საფუძველი სპეკულაციების გაგრძელებისთვის.

„საბოლოო ჯამში, თქვენ ნახეთ მთლიანობაში, კადრები, ჩანაწერები გავრცელდა ჩვეულებრივად. ათასგვარი უტრირებული განცხადებები იყო, მათ შორის წამება. ღიმილისმომგვრელი განცხადებები კეთდებოდა ამასთან დაკავშირებით. იყო წინააღმდეგობა, რომელიც გასწია პატიმარმა, წინააღმდეგობის გაწევის პირობებში მოუწია სასჯელაღსრულების დაწესებულებას მოქმედება.

რაც შეეხება კადრების გამოქვეყნებას, შეგახსენებთ, რომ მისი პოლიტიკური პარტიის და ამ პარტიასთან დაკავშირებული მედიასაშუალებების კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ ეს კადრები დადებულიყო, რაც სააკაშვილთანაც იქნებოდა ბუნებრივია, შეთანხმებული. მისი პარტია თავისი ტელევიზიებით კატეგორიულად ითხოვდა ამ კადრების გასაჯაროვებას, რაც გაკეთდა.

Next Post

ვაზისუბანში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის ბინაში აფეთქება მოხდა

კვი დეკ 19 , 2021
761 წაკითხვავაზისუბანში კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება მოხდა. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირს უკავშირდება. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ხმა 20 წუთის წინ გაიგეს. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. ადგილზე ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯუფები მუშაობენ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ადგილობრივების ინფორმაციით, ვაზისუბანში, ერთ-ერთ კორპუსში, პირველ სართულზე, ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, ერთი ადამიანი ცხოვრობდა. საცხოვრებელი კორპუსიდან ევაკუაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები. ადგილობრივების თქმით, […]