141 წაკითხვაძალიან დიდი ბოდიში, რატომ უნდა გამოსულიყო? – აბსოლუტურად გაუგებარია,- ასე პასუხობს “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ მიეცა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გუშინ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის უფლება. კალაძე ვერ ხედავს ლოგიკას, რატომ უნდა გამოსულიყო პრეზიდენტი გუშინდელ ზეიმზე სიტყვით მაშინ, როდესაც თავად ამბობდა, რომ “ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებდა”. “რას ნიშნავს არ მიეცა უფლება? ძალიან […]

153 წაკითხვარუსებმა ხერსონი დაბომბეს, არიან დაშავებულები, – ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს. ალექსანდრე პროკუდინის ცნობით, 16 დეკემბრის ღამეს, რუსები ხერსონს დაესხნენ თავს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. ქალაქზე თავდასხმის შედეგად 55 წლის მამაკაცმა დაზიანებები კიდურების არეში, ხოლო 51 წლის მამაკაცმა თავის არეში მიიღო. სტეპანივკას დასახლებაში სამედიცინო დაწესებულება დაზიანდა და ექიმი დაიჭრა. პროკუდინის ინფორმაციით, რუსების შეტევებს მსხვერპლი […]

150 წაკითხვავლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა „რია ნოვოსტი“ კრემლის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. პარტია „ერთიანი რუსეთის“ მაღალჩინოსანმა, ანდრეი ტურჩაკმა რუსულ გამოცემას განუცხადა, რომ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ მას პარტიის სრული მხარდაჭერა აქვს, კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის. პარტია „სამართლიანი რუსეთის“ ლიდერის, სერგეი მირონოვის ცნობით, პუტინის, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდასაჭერად, ხელმოწერების […]

675 წაკითხვა1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6816 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6816 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6859 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0043 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9406 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9300 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0106 […]

132 წაკითხვაპარლამენტმა საშემოდგომო სესიის ფარგლებში მუშაობა დაასრულა. სესია სახელწიფო ჰიმნით დაიხურა. რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია, რომლის გახსნის დღე სექტემბრის პირველი სამშაბათია, დეკემბრის მესამე პარასკევს უნდა დაიხუროს. ამასთან, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პარლამენტი რიგგარეშე სხდომების მოწვევას არ აპირებს. პარლამენტი მუშაობას საგაზაფხულო სესიის ფორმატში თებერვლის პირველ სამშაბათს – 6 თებერვალს განაახლებს.

183 წაკითხვარუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთი მოლოდინები არ გაამართლა. მისი მტკიცებით, მოსკოვს ესმის საუბრები იმის შესახებ, რომ დროა ნატო-სა და ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას დახმარება შეუმცირონ. „ეს არ არის მხოლოდ საუბარი. ზელენსკის რეჟიმის მხარდასაჭერად ფულის მოძიებასთან დაკავშირებით სირთულეები უკვე იქმნება როგორც ევროპაში, ასევე შეერთებულ შტატებში. ზელენსკის რეჟიმმა აშკარად არ გაამართლა მოლოდინი, აშკარად ვერ ითამაშა იმ ინსტრუმენტის […]

143 წაკითხვაახლა ჩვენი ამოცანაა, რომ გავიმარჯვოთ არჩევნებში, გავატაროთ სწრაფი რეფორმები და დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული დროშა ღირსეულად ფრიალებდეს მსოფლიო ცივილიზაციასთან ერთად ბრიუსელში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც კანდიდატის სტატუსის მიღებას აღნიშნავენ. მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღება პირველ რიგში, ქართველი ხალხის დამსახურებაა. „ვულოცავ მთელს საქართველოს, ქართველ ხალხს. პირველ […]

542 წაკითხვაჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს: საშინელებაა ჩასაფრებულის პოზაში ყოფნა. ზოგჯერ ფიქრობ ხოლმე, რასაც ამბობ ეს კრიტიკული მოსაზრებაა თუ ჩასაფრებული ხარ და ყველაფერში ცუდს ეძებ. მაგრამ აი, რა უნდა თქვა ახლა კარგი, როდესაც კითხულობ პრემიერის წერილს შარლ მიშელისთვის და ამ სიტყვებს წაიკითხავ: ბატონო პრეზიდენტო, 2012 წლიდან საქართველომ მტკიცე ერთგულება აჩვენა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოდ გახდომის იდეისადმი. ამის მერე სულხან საბა […]

164 წაკითხვავის დეზინფორმაციას უნდა ებრძოლოს “ქართული ოცნება”? – ენა უნდა ამოაჭრა “ქართული ოცნების” ლიდერებს და დეზინფორმაცია დამთავრებულია, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე რეკომენდაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, რეალურად სიტუაცია ძალიან მძიმეა, ასევე მძიმეა ვითარება საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, „მაგრამ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა და „ქართული ოცნება“ შეუთავსებელია“. „ქართველი ხალხი არის ადრესატი განცხადების, რომელიც არის ევროკავშირის მინისტერიალის […]

724 წაკითხვასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. შესაბამის საკითხზე მას კითხვა „რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისის ჟურნალისტმა დაუსვა, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ის ყველაფერს განიხილავს“. კერძოდ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი თავის საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე მიიყვანს, რათა ქვეყანაში პოლიტიკური კონსენსუსი დააბრუნოს, თუმცა შეკითხვას, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა, […]