698 წაკითხვასოციალური დახმარების ნაცვლად შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ, ამაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და უახლოეს რამდენიმე კვირაში საზოგადოებას წარვუდგენთ უკვე აპრობირებულ პროგრამას, რომელიც ევროპის წარმატებულ ქვეყნებშია გამოცდილი – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქეა, აქედან დაახლოებით ნახევარი შრომისუნარიანი მოქალაქეა, რომლებიც არსებული სოციალური პოლიტიკის გამო სამუშაო ადგილების მოსაძებნად […]

302 წაკითხვასაქართველოში ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის გადასახადი გაიზრდება, აიკრძალება რეკლამა და მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე აიწევა. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. მისივე თქმით, დაგეგმილია ასევე ონლაინ კაზინოების სრულად აკრძალვაც. „მილიარდ 500 მილიონი ლარი გაედინება ქვეყნიდან ონლაინ კაზინოების მეშვეობით, ჩვენი მოქალაქეები, ახალგაზრდები ყოველ დღე თამაშობენ ონლაინ კაზინოში და აგებენ ფულს. ეს თანხა შეადგენს მილიარდ 500 მილიონ ლარს. ამის თაობაზე […]

1,156 წაკითხვამაშინ უნდა მივმხვდარიყავი, რა ხვითოც იყავი, როცა ძუკნა ძაღლივით დამდევდი, ფეხებში მებლანდებოდი, – ჰიმნისთვის ჩემი ტექსტი უქე მიშასო. და მაგის ხვეწნა არ გეთაკილებოდა იმ მომენტში, როცა ასლან აბაშიძე ხიდებს აფეთქებდა და ომს აპირებდა.”- წერს “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი მაია ნადირაძე პოეტ დავით მაღრაძეს, რადგან ის მიხეილს სააკაშვილს აკრიტიკებს. “და ჰო, ჩემნაირების ბრალია, შენ რომ თავი ადამიანი გგონია, რომ შეგრჩა ყველა […]

618 წაკითხვაპატარა ქვეყნის პატარა დიქტატორს ესკორტით მიაცილებდნენ დიდი ქვეყნის დიდი დიქტატორის მშობლიურ, ქართულ ქალაქში – ასე ეხმიანება მაია ნიკოლეიშვილი, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას გორის სამხედრო ჰოსპიტალში. „თითქმის საუკუნის ინტერვალით, 21 დეკემბერს რატომ შობს ჩვენი ქვეყანა ბობოქარ, ავტორიტარ პიროვნებებს, რომელთაც ერთი ქვეყნის ტერიტორია ეცოტავებათ, პატარა საქართველოს მოქალაქეობას თმობენ და მეზობელ, სლავურ სივრცეს მიელტვიან თვითგანმტკიცებისა და საკუთარი გრანდიოზულობის მანიით შეპყრობილები და რომელთა მმართველობის ძირითადი […]

750 წაკითხვაჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გორის ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი იმ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რომელიც ესაჭიროება მიხეილ სააკაშვილს. „პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ექიმებს, რომლებიც მონაწილეობდნენ კონსილიუმებში. მათი როლი იყო ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი. ასევე მადლობას ვუხდი იმ ექიმებს, რომლებიც მკურნალობდნენ სააკაშვილს. მათ აიღეს მაღალი პასუხისმგებლობა, გამოიჩინეს მაღალი პროფესიონალიზმი და განვლეს ძალიან რთული გზა, ვინაიდან ისინი ბულინგის მსხვერპლი იყვნენ. ჩვენ, ექიმები, […]

582 წაკითხვაელენე ხოშტარიას ფაქტორი ამ გადაწყვეტილებაში იყო ერთ- ერთი დომინანტური, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის მდგომარეობის მართვა გლდანის ციხეშივე იყო შესაძლებელი. „მისასალმებელია ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება და ვიქნები გულწრფელი და არ დაგიმალავთ, რომ ელენე ხოშტარიას ფაქტორი ამ გადაწყვეტილებაში იყო ერთ- ერთი დომინანტური ფაქტორი. ალბათ, გახსოვთ, როცა ჩვენ ის მოვინახულეთ, ამის შემდეგ ამ აზრს ვაფიქსირებდით, რომ ელენე ხოშტარიას ფაქტორი არის ძალიან […]

426 წაკითხვაირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუქში დაწერა: „ინდე გორელებო, თუ არ გამოგადგათ ჩემი აშენებული ჰოსპიტალი. „რათ გვინდა გოსპიტალი და სამხედრო ბაზები ჩვენაო, ბაზარი და სტალინის ძეგლი გვინდაო” რომ მეუბნებოდით. ძლივს დაუბრუნა ჰოსპიტალმა ქალაქს სიცოცხლე და პოლიტიკური მნიშვნელობა. დაიწყება ეხლა ჰოსპიტალის შესასვლელთან ჟურნალისტების ჩართვები ადგილობრივებიან “ალჯაზირა-სიენებებიანათ”, მოაწყდება ქალაქს ათასი შპიონი, ნასედკა თუ ფორმიანი, ოჯახებიანათ თუ არა თანაშემწეებიანად კვირაში ორჯერ მაინც გესტუმრებიან “თალკომდინხუები” (თალაკვაძე, […]

447 წაკითხვამიხეილ სააკაშვილი ახლა კარგადაა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გლდანის ციხის დატოვების შემდეგ ისაუბრა. სააკაშვილი ახლა კარგადაა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეც ვიყავი პალატაში და ვადასტურებ ამას, ჩემი თვალით რაც მაქვს ნანახი იმას ვამბობ. ასევე, უნდა ვთქვა, რომ ძალიან იყოჩაღეს ექიმებმა და განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო, შეიძლება გაგიკვირდეთ, ქალბატონი დემურიშვილი… […]

294 წაკითხვაგერმანიაში, გასულ 24 საათში, კორონავირუსის 65 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან. ქვეყნის ინფექციური დაავადებების სააგენტოს, „რობერტ კოხის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის, ლოთარ ვილერის განცხადებით, ეს რიცხვი რეალურად, შესაძლოა, ორჯერ ან სამჯერ მეტი იყოს. „ჩვენ საგანგებო მდგომარეობაში ვართ. ვინც უარს ამბობს ამის დანახვაზე, დიდ შეცდომას უშვებს,” – განაცხადა ვილერმა. გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა, ანგელა […]

658 წაკითხვადღეს უკვე ოფიციალურად მივმართეთ სტრასბურგის სასამართლოს, რომ სახალხო დამცველი ჩაგვრთოს მესამე მხარედ მიმდინარე დროებითი ღონისძიების განხილვის პროცესში, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, თუ თხოვნა არ დაკმაყოფილდება, კონსილიუმის დასკვნა მაინც ითამაშებს გადამწყვეტ როლს პაციენტის უფლებრივი, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების მდგომარეობის შეფასებისთვის. „ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი ტიპის მოთხოვნა დავაყენეთ დროებითი ღონისძიების გადაწყვეტილების პროცესში. რაც გულისხმობს იმას, რომ თუ […]