416 წაკითხვაირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც საფრანგეთში, ანტიბში იმყოფება, ფეისბუქში დაწერა: „მგონი ფსიქიატრთან თუ არა, ფსიქოლოგთან მაინც უნდა დავიწყო სიარული.  აქაც რომ ოპოზიციის მასობრივ გაქოცებაზე ვფიქრობ.“

1,072 წაკითხვანიკა მელიამ შეუჩერებელი კამპანია დაიწყო, ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და დასძინა, რომ ეს გაგრძელდება მანან, სანამ არ დასრულდება ქართული ოცნების (ბიძინა ივანიშვილის) მმართველობა. „დღეიდან დავიწყე შეუჩერებელი კამპანია, რომელიც დასრულდება მაშინ, როცა დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი. მჯერა და ჩემ გარშემო უამრავ ადამიანს სჯერა საკუთარი უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის და რეპუტაციის“– განაცხადა მელიამ, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს.

1,009 წაკითხვაბატონმა ღარიბაშვილმა, რომელსაც თავმოყვარეობა არ გააჩნია, იმიტომ, რომ ისე ათავისუფლებენ და ნიშნავენ თანამდებობაზე არ იცის, სიტყვა „სირცხვილს“ რომ ახსენებს სარკეში ჩაიხედოს, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმად, ნიკა მელიას და „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში შესვლა უნდათ, თუმცა, ამის რცხვენიათ. თინა ბოკუჩავას თქმით, მისთვის საინტერესო არ არის “ამ ადამიანების შეფასებებზე კომენტარის გაკეთება”. “რა თქმა უნდა, “ქართული ოცნების” ინტერესში არ არის […]

981 წაკითხვა„ალიამ“ რამდენჯერ დაწერა, ოპოზიცია მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ 15 მაისის აქცია როგორმე არ ჩაატაროს და ამით საკუთარი უსუსურობა კიდევ ერთხელ არ გამოაჩინოსო. ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ, როგორც ეს ახდა – ოპოზიციამ „ჩათვალა“, რომ აქციის ჩატარებას აზრი აღარ ჰქონდა და ამიტომ, აღარ გამართა. რეალურად კი, ოპოზიცია დარწმუნებული იყო, საჭირო ოდენობის ხალხს ვერ მოაგროვებდა და უკან ამიტომ დაიხია. მათ იმის განცდა […]

1,143 წაკითხვაფოთის მერის ყოფილი თანაშემწე შორენა მირცხულავა “ქართული ოცნების” ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან, გიორგი გახარიას მიმართ წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას ეხმიანება. “უფროსი რომ იტყვის ენგური ზევით მიდისო, ჩუხჩუხით ბატონოო” უნდა მიაძახოთ?!  მეც მოღალატე ვარ, ოღონდ არვიცი ვის გღალატობთ?!  ყოვლად უგვანო საქციელია ის, რასაც ახლა “ქართული ოცნების” დამაქცევარი, 2012 წლის მებრძოლების მოღალატე, ირაკლი ღარიბაშვილის მაგინებელი, ორი მოწვევის პარლამენტში კუნძივით დადებული და ნაცების ამღზევებელი დიტო […]

894 წაკითხვაიტალიის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ იტალიაში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს. „ძვირფასო მოქალაქენო, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის დაიგეგმა სპეციალური აქცია. აქციის ფარგლებში, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 2021 წლის 24 მაისიდან – 2021 წლის 07 ივნისამდე პერიოდში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში, პირადობის ელექტრონული მოწმობის და/ან ბიომეტრიული პასპორტის მოთხოვნისას, ერთჯერადად გათავისუფლდებიან: პირადობის ელექტრონული მოწმობის […]

780 წაკითხვააშშ-ს სამთავრობო პერსონალს რეკომენდაცია ეძლევა, მოერიდონ დემონსტრაციის ტერიტორიებს და გამოიჩინონ სიფრთხილე, თუკი მასობრივი შეკრების სიახლოვეს აღმოჩნდებიან, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით გაავრცელა. საელჩოში აცხადებენ, რომ კვირას, 23 მაისს, 14:00 საათზე, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილია მასშტაბური დემონსტრაცია, რის გამოც მოსალოდნელია გზის გადაკეტვა და საგზაო მოძრაობის შეფერხება. „მასობრივი შეკრებები, […]

1,333 წაკითხვაფორმულას წყაროს ინფორმაციით, ქართული ოცნების თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პარტიულ თანამდებობას დაატოვებინებენ და ​საკონსტიტუციო სასამართლოში გადაიყვანენ.  ფორმულას ინფორმაციით, საკადრო ცვლილება ივლისში იგეგმება, მაშინ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, თამაზ ცაბუტაშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურება, კობახიძის კანდიდატურას კი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წარადგენს. ცაბუტაშვილი სასამართლოში პრეზიდენტის კვოტით მოხვდა, შესაბამისად მისი შემცვლელიც სალომე ზურაბიშვილმა უნდა წარადგინოს. პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე, შესაძლოა, მოქმედმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაანაცვლოს. წყარო ფორმულას უყვებოდა, […]

596 წაკითხვაბონდო მძინარაშვილის პოსტი ფეისბუქში: ახლა, როცა ემოცია მეტნაკლებად დაცხრა, სრულიად გულწრფელად ვეკითხები ქართველ ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს: . როცა ქვემოქართლელ სვანებს, რომლებიც 40 წლის წინ ჩამოსახლდნენ საქართველოს ამ ძირძველ მიწაზე, დამკვიდრდნენ და შვილებიც გააჩინეს, ახლა კი უკვე შვილიშვილებს ზრდიან, მაინც ეკომიგრანტებს უწოდებთ, მათ შორის, იმ ახალგაზრდებსაც, ვინც ამ რეგიონში დაიბადნენ, გაიზარდნენ და ოჯახები შექმნეს, იქნებ თქვენს ხელმძღვანელებსაც და კოლეგებსაც ჰკითხოთ, […]

1,136 წაკითხვაირაკლი წულაია, რომელსაც ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია “იმედზე” ბიზნეს გადაცემა მიჰყავდა, ტელევიზიიდან მის 25 თანამშრომელთან ერთად გაათავისუფლეს და გადაცემები “ბიზნეს ქრონიკა და “ბიზნესი იმედზე”  დაუხურეს. ამ საკითხზე მან მედიაცენტრ “მთავარი”-ს ეთერში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „წულაია ამ ყველაფერს უკავშირებს რამდენიმე თვის წინ, მისი მხრიდან, ირაკლი კობახიძის მიმართ კრიტიკულ და საწინააღმდეგო მოსაზრების გაჟღერებას, რის გამოც, მისი თქმით, “ქართული ოცნების” გუნდში გაღიზიანდნენ […]